სლავიანსკის თავზე უკრაინული დროშა ფრიალებს

gaa

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამხედრო უწყების სამეთაურო შტაბს, სლავიანსკის თავზე უკრაინული დროშის აღმართვის ბრძანება გადასცა. ინფორმაციას სააგენტო УНИАН-ი ავრცელებს. ,,უკრაინის გენერალური შტაბის მეთაურმა ვიქტორ მუჟენკომ ქვეყნის პრეზიდენტს ტელეგრამა გაუგზავნა: ,,ბატონო პრეზიდენტო, დღეს დილით სლავიანსკში ფედერალიზაციის მოთხოვნით აჯანყებულებმა ალყის გარღვევა სცადეს და შედეგად ისინი საარტილერიო თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდნენ, განადგურებულია მტრის ერთი ტანკი, ორი ჯავშან მანქანა და მძიმე ტექნიკა, სლავიანსკი უკრაინელი სამხედროების კონტროლს დაექვემდებარა” ნათქვამია მიმართვაში. თავად პრეზიდენტმა სამხედროებს მადლობა გადაუხადა და გამარჯვების აღსანიშნავად მათ სლავიანსკის თავზე უკრაინული დროშის აღმართვა დაავალა. უკანასკნელი მონაცემებით სლავიანსკიდან ამბოხებული მებრძოლეები ალყიდან გავიდნენ და თავი კრამატორსკის რეგიონს შეაფარეს.