ერაყში ამერიკელების წინააღმდეგ ეროვნებით ჩეჩენი ,,ქართველი მამლუქი” იბრძვის

УМАР-ШИШАНИ-460x289

ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება ,,ერაყისა და ლევანტას ისლამისტური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც სირიის და ერაყის ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის და საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი აფინანსებს, წარმოშვებით ჩეჩენი ქართველი და საქართველოს მოქალაქე უმარ შიშანია. მისი ნამდვილი სახელი და გვარი თარხან ბათირაშვილია. ეროვნებით ჩეჩენი, რომელიც პანკისის ხეობაში დაიბადა, სადაც 90 -იანი წლების დროს რამოდენიმე ცნობილი ტერორისტული ორგანიზაცია იყო თავშეფარებული. ამერიკული მედიის ინფორმაციით ბათირაშვილი და რამოდენიმე ასეული ჩეჩენი ,იმ დაჯუფების წამყვანი ფრთაა, რომელმაც ერაყისა და სირიის საზღვარი გაარღვია და ახალი ხალიფატის შექმნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ცნობილი გახდა ,,შიშანი” (ბათირაშვილი) ქართულ არმიაში მსახურობდა, საიდანაც ის ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დაითხოვეს, შემდეგ კი უკანონო იარაღის ტარების ბრალდებით ციხეში ჩასვეს. 2010 წელს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ის თურქეთში გადავიდა და ,,ალ ქაიდას”ტერორისტულ ქსელთან კავშირები აღადგინა. მიმდინარე წელს ,,ქართველი ბოევიკი” სირიაში გადაბარგდა და ,,ემიგრანტების და პარტიზანების არმიას” სათავეში ჩაუდგა, რომელიც ,,ალ ქაიდას” ქსელის შვილობილი ტერორისტული დაჯგუფებაა და ძირითადად ყოფილი საბწოთა კავშირის ტერიტორიიდან გადასული მებრძოლებითაა დაკომპლექტებული. უკანასკნელი რამოდენიმე თვის მანძილზე შიშანის მებრძოლებმა , სირიის დეირ-ეზ-ზორის პროვინციის ერაყის სასაზღვრო ზოლის ხელში ჩაგდება მოახერხეს (სირიის მთავარი ნავთობ მომპოვებელი რეგიონი) და ერაყის ტერიტორიაზე გადავიდნენ. ,,ქართველი ჩეჩენი მამლუქი” ბაღდადზე გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება.