ემზარ ქვარიანი ირაკლი შიხიაშვილს: ,, ზონდერი ხარ და უნდა წახვიდე!“

emz

,,მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე  ემზარ ქვარიანი ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება  და ,,ქრონიკა+“-თან შემდეგ პოზიციას აფიქსირებს:

,,მეც გია ბერძენაძის გვერდით მოვიაზრები. ის არის ჩემი მეგობარი და იქნებ ვინმემ მითხრას, ვისგან ვიმართები და ვფინანსდები. უბრალოდ, ეს განცახდებები ისევ და ისევ ვეტერანების დასაპირისპირებლად არის გაკეთებული. ვინ ვისგან იმართება, მართლა უნდა მოხდეს გამოკვლევა. ირაკლი შიხიაშვილი გამოსულია კონტროლიდან და რას მიედ-მოედება და რა განცხადებებს აკეთებს, უკვე ვეღარ იგებს, ისევე როგორც 2011 წლის 26 მაისის მოვლენები გაამართლა.

მე, ემზარ ქვარიანი მივმართავ ხელისუფლებას – მოაშორეთ ეს ადამიანი  სამსახურიდან , სანამ უმართავ პროცესებში გადაიზარდა მოვლენები. ასევე მოვუწოდებ დანარჩენ ვეტერანებს, რომლებიც მსგავს განცხადებებს იზიარებენ და თავადაც აკეთებენ კომენტარებს – ვის წისქვილზე ასხამთ წყალს? და საერთოდ, სანამ გია ბერძენაძეზე ვინმე რამეს იტყვის, პირში წყალი კარგად გამოივლეთ .

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ირაკლი შიხიაშვილს, დატოვოს თანამდებობა და წავიდეს შინ! არ ვემუქრები არავის, მაგრამ ვაფრთხილებ ყველას – პროცესებმა რომ არ მიიღოს უმართავი სახე, არ გადაიზარდოს საპროტესტო აქციებში და თავად ვეტერანებს შორის არ მოხდეს შიხიაშვილის მხრიდან კარგად დაგეგმილი ,,გათიშე და იბატონეს“ მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელება – ის უნდა წავიდეს თანამდებობიდან, თუნდაც მარტო იმიტომ რომ ზონდერია და დღეს ახალი ხელისუფლების პირობებში აქტიურად ცდილობს ვეტერანების დაპირისპირებას!“ – აცხადებს ,,ქრონიკა+“-თან ემზარ ქვარიანი.