ელისო კილაძე: „უგულავა კამერების წინ არ უნდა დაეკავებინათ!“

dasaddeb

„ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება:

„მე არ ვიცი დაიჭერენ თუ გაუშვებენ გიგი უგულავას! მე არ ვიცნობ მას და არ ვირიცხები მისი მომხრეების რიგებში, მაგრამ ამ პროცესებმა რაც დამანახა, იმას დავწერ:

პირველი : უგულავა დაჭერას კაცურად შეხვდა. (ბევრი მაგარი ბიჭი მინახავს გაფუჭებული ბორკილების დადების მერე)

მეორე : დაკავების დროს მისმა მხნეობამ საზოგადოების სიმპათიები გამოიწვია. (ხელი ჩაწიე ბიჭო და ა.შ.)

მესამე: თუ ოცნებას არ უნდოდა, ეს ასე მომხდარიყო, უგულავა კამერების წინ არ უნდა დაეკავებიათ.

მეოთხე: მე გამაოცა სოლიდარობის გრძნობამ, დავალებული ადამიანები, როგორც წესი, გაჭირვებაში დროს ადამიანის მოკითხვით და მხარდაჭერით თავს არ იწუხებენ. უგულავას შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ მას კარგი მეგობრები ყავს. (მერე რა, რომ ჩემი და მისი მეგობრების პოლიტიკური სიმპათიები განსხვავებულია.)

p.s. თხოვნა მაქვს ჩემს ფრენდებთან, ჩემი ამ სტატუსის გამო, ერთმანეთის გინებას ნუ დაიწყებთ გუშინდელივით!“