რუსეთი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია

8v_KuyJzrZ013-620x400

ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, აჯანყებული მოსახლეობის ლიდერის იგორ სტრელკოვის განცხადებით, უკრაინის საზღვართან რუსეთის ფედერაციამ სამხედრო საჰაერო თავდაცვითი სისტემები განათავსა. „რუსეთის ფედერაცია, ფაქტობრივად, ლუგანსკის და დონეცკის საჰაერო სივრცეს სრულად აკონრტოლებს. მოუთმენლად ველით რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რეგიონი სისხლისგან იცლება” – აცხადებს სტრელკოვი. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატებს, საზაფხულო არდადეგებზე გასვლის ვადის გადაწევის რეკომენდაციით მიმართეს. როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის საკანონმდებლო ორგანო საგანგებო სხდომის მოწვევას აპირებს, რომელზეც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. სამყარო რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია.