პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერ-ბოულზი ერთმანეთს სციდლებიან

pic_37ced20caea31f4ef3abe0e7170afa34

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი ჩარლზი და მისი მეორე მეუღლე, ჰერცოგინია კამილა ეგრეთწოდებული ,,რაზვოდის” პროცედურების განხილვას შეუდგნენ. ბრიტანულ გამოცემა Globe-ზე დაყრდნობით წერს International Business Times-ი. ცხრა წლიანი ქორწინების შემდეგ, უელსის პრინცის მეუღლემ ოჯახური კავშირის დაშლა და 200 მილიონი ფუნტი (350 მილიონი აშშ დოლარი) მოითხოვა. ,,რაზვოდის” ინიციატორი 66 წლის კამილა-პარკერ ბოულზია, ქალბატონმა ასევე დაასახელა ალიმენტის რაოდენობა , რომლის გადახდაც 65 წლის პრინც ჩარლზს მოუწევს. როგორც ჰერცოგინია აცხადებს ამ თანხით ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მისგან დუმილს იყიდიან. ,,მე რა ვაპირებ ოჯახური ცხოვრების დეტალების გასაჯაროებას და არც სამეფო კარის, სასიყვარულო თუ პოლიტიკური ინტრიგებზე საუბარს” აცხადებს კამილა პარკერი. რაც შეეხება დედა დედოფლის პოზიციას, გავრცელებული ინფორმაციით, მან გასცა ნებართვა ოჯახის დაშლის თაობაზე და მისი რძლის საქციელს უთავმოყვარეო და თავისმომჭრელი უწოდა. დედოფალი წინააღმდეგია ალიმენტის გადახდაზე და საერთოდ არცერთი პენის გადახდას არ აპირებს. პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერ-ბოულზი 2005 წელს ინგლისის ტახტის მემკვიდრის გაჩენის იდეით დაქორწინდნენ. უელსის პრინცის პირველი ქორწინება პრინცესა დიანა სპენსერთან 1996 წელს დასრულდა.