რას მალავს ყოფილი ძალოვანი მინისტრი?!

ch2

ალექსანდრე მაკედონელი 20 წლის ავიდა ტახტზე. მან სულ 13 წელი მართა ქვეყანა. 33-ის აღესრულა… სიკვდილის მოახლოების ჟამს ანდერძად დატოვა, რომ გამოსვენების დროს სარეცლიდან მისი მარჯვენა ხელი გადმოედოთ, რათა ხალხს დაენახა, რომ ამ ქვეყნიდან ხელცარიელი მიდიოდა… ის მაკედონელი იყო და არა ჭიკაიძე.

2005 წელს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით თელავის უნივერსიტეტს 16 ჰა მიწის ნაკვეთი გადაეცა. მიწის ნაკვეთის ნახევარზე გაშენებული იყო ვენახი, ხოლო მეორე ნახევარი კი სახნავ-სათესად გამოიყენებოდა. ამ მიწის ნაკვეთის არსებობამ უნივერსიტეტის აკრედიტაციის საკითხი უფრო მეტად გაამარტივა. მოჰყავდათ თუ არა იმ ვენახებში სტუდენტებს ყურძენი, სხვა თემაა, მთავარი ისაა, რომ მიწა უნივერსიტეტს ეკუთვნოდა, ყურძენი უნივერსიტეტის აგრარური ფაკულტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს მოჰყავდათ… ზოგს აბარებდნენ, ზოგს წურავდნენ, ზოგზე კვლევებს ატარებდნენ და ა. შ.

2014 წლის აგვისტოს მუნიციპალიტეტმა დროებით სარგებლობაში გადაცემული მიწა უკან ჩამოართვა უნივერსიტეტს, მიწა საჯარო აუქციონზე გაიტანა და გაყიდა… ფაქტი ძალიან ცუდად ხვდებოდა ყურს, ამიტომ ამ მიწის სანაცვლოდ უნივერსიტეტს სხვა მიწა მისცეს… თუმცა იქ ვენახი არ არის გაშენებული… და ფართიც უფრო ნაკლებია.

16 ჰა მიწაში მყიდველმა 120.000 ლარზე მეტი გადაიხადა, თუმცა ადგილობრივების თქმით, ეს მიზერული თანხაა, რადგან მიწა, სადაც ვენახია, იმაზე მეტი ღირს, ვიდრე 120.000 ლარია… ცნობილია, რომ მიწის ყიდვა წინანდლელ უშიშროების მაღალჩინოსან პაატა ბატიაშვილსაც უნდოდა. მიუხედავად იმისა, რომ თემის საკრებულოს თავმჯდომარის, პაატა გიორგობიანის ლობი ბატიაშვილია, აწ უკვე მაღალჩინოსანმა მიწის ყიდვა მაინც ვერ შეძლო… აღმოჩნდა, რომ აღნიშნული მიწით სხვა იყო დაინტერესებული, ის სხვა კი ჭიკაიძე ყოფილა…

ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ჭიკაიძე საკუთარ დეკლარაციაში მალავს, რა შეიძინა. წინა ნომერში მკითხველს დავპირდი, რომ ჭიკაიძის მიწებს დეტალურად შევისწავლიდით, ასე რომ, ახლა ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორი ხელცარიელი წავიდა მინისტრყოფილი დიდი აღზევებიდან…

მაშ, ასე! _ დავიწყე:

ბატონო ალექსანდრე, იგივე ლექსო! ხან თალიბანსაც გეძახით ხოლმე, მაგრამ არც მე და არც სხვას ეს სახელი თქვენთვის არ შეგვირქმევია, თავად უბოძეთ საკუთარ თავს ასეთი ტიტული… ჯერ იყო და ხელცარიელი და ხელტარიელი მოხვედით მინისტრად.  მინისტრობამდე კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსიც იყავით. ბანკში ჩადებული ბინები და უაზროდ დიდი ვალები გახლდათ… სხვისი არ ვიცი, მაგრამ `ავრორამ~ კი გაისროლა თქვენთვის!

1. ჯერ სამმართველოს უფროსი იყავით, რომ ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, ბანკში დაგირავებული თქვენი ბინა გამოეხსნა. ცოტა ხანში, როცა უკვე მინისტრი გახდით, მშენებარე ბინისთვის შეტანილი მცირე თანხა სრულად გადაგიფარათ. აი, ასე უზრუნველად დარჩით ვალებგასტუმრებული. მაგრამ არა მარტო ბინების პრობლემა, უკვე ყოფილმა მინისტრმა სოფელ წინანდლის კუთვნილი მიწებიც იყიდეთ კონდოლის ტერიტორიაზე, ეს კი ის მიწებია, რომელიც უნივერსიტეტს ჩამოერთვა და იმ აუქციონში თქვენ აღმოჩნდით გამარჯვებული;

2. ბუნებრივია, თქვენი არც გვარი და არც სახელი არსად ფიგურირებს, მიწის მეპატრონედ ვინმე გავაშელიშვილი ბელდუხია დარეგისტრირებული რომელიც გარდაბანში ცხოვრობს სოფელ ზემო თელეთის მე-12 ქუჩაზე… ახლა კი, მთავარს რომ დავუბრუნდეთ, კაცს რომ ალექსანდრე გქვია და ჭიკაიძე ხარ, თუ პატიოსანი შრომით გიცხოვრია, არავისთვის აგირთმევია, არავისთვის აგიხევია, რატომ უნდა დამალო, რომ ის 16 ჰა მიწა შენია?! მაგრამ რომ არ დამალო, მაშინ უნდა თქვა, რომ 120.000 ლარი დანაზოგი გქონდა და შენ იყიდე, მაგრამ მაგას რომ იტყვი, მაშინ გაჩნდება კითხვა: რაღა შენ და ასე იაფად? ჰოდა, კითხვებისთვის რომ აგერიდებინა თავი, ადექი და ვინმე ბელდუხას გაუფორმე მიწა…

3. 16 ჰა მიწა სახუმარო თემა არ არის, დიდი გასუფთავება და მოვლა სჭირდებოდა. თან გავიგე, საგუბრების გაკეთება გდომებია და, შესაბამისად, მუნიციპალური `კამაცუ~ უნებართვოდ გაიტანე, დაამტვრიე, დაანგირე და ასე მიუგდე მუნიციპალიტეტს…

4. მალევე მიხვდი, რომ მაგ 16 ჰა მიწას ერთი კარგი მარანი და პატარა აგარაკი მოუხდებოდა, ჰოდა, აქეთ მიდექი, იქით მოდექი და შეაწუხე ხალხი. ჯერ ღარიბაშვილი მაშინ მინისტრი იყო, მოგცეს პირობა, რომ აგიშენებდნენ, დაგიპროექტეს გაგიმზადეს და გამზადებული პროექტი მოგართვეს, პროექტს რომ დახედე, იპატარავე, _ 80 კვადრატია და მე 150-იანი მინდაო.. სად იყო და სად არა, ამ დროს გადადგა ის ჩვენი ქიზიყის ბელადიც და ვინც აშენებას დაგპირდა, იმან შემოგითვალა, 150 კი არა, 80-საც არ აგიშენებო…

5. ახლა კი მთავარს უნდა დავუბრუნდე:

კაცმა, რომელმაც თალიბანის მნიშვნელობა არ იცი და მინისტრი გერქვა; კაცს, რომელსაც თელავში გრიალის, ქეიფისა და დროსტარების მეტი არაფერი გიკეთებია და პოლიციის თავკაცი გერქვა; კაცი, რომელიც ერთი გახსნილი საქმით ვერ დაიტრაბახებ, გეკითხები, რით უნდა გაგვაკვირვო?  კაცმა, რომელმაც ათასობით სტუდენტს მიწა აახიე და არავინ იცის, რამდენი წელი გექნება, სულ კი არ დაგპატიჟებენ რესტორანში მუქთად და სულ კი არ იქნები „ცვეტში“. შენ არც შრომის ფასი იცი და არც ყადრი. გავა დრო, ამ მიწებს მიახურდავებ და არც კი იფიქრებ, რამდენად საჭირო იყო ეს მიწა უმაღლესი სასწავლებლისთვის. ბოროტება მარტო ის კი არ არის, რომ გამიზნულად დააშავებ, სირეგვენე უფრო მეტად დიდი დანაშაულია…

 

„არაფერი არ არის ფუფუნებაზე უფრო მონური და შრომაზე უფრო მეფური“, _ ეს ალექსანდრემ თქვა, ოღონდ შენ კი არა, ჭიკაძე, მაკედონელმა. შენი თელავური მკვლელების ბრიგადის არავის ეშინია. ერთხელ გაინავარდეთ და ეგ იყო სულ. უბრალოდ, იმ ერთმა განავარდებამ ბევრი ცუდი მოუტანა ქვეყანას და განსაკუთრებით კი კახეთს. შენ ერთი მაგალითი ხარ, როგორ გადაუარე ზედ ქვეყანას, მაგრამ მე იმათი გამკვირვებია, ვინც შენ ზედ გადაგყვა და მერე სალამსაც აღარ გეტყვის…

დაბოლოს, ,,მე არ მაშინებს ლომების ჯარი, რომელსაც მეთაურად ცხვარი ჰყავს. მე მეშინია ცხვრების ჯარის, რომელსაც ლომი მართავს…“ მაკედონელის ეს სამი გამონათქვამი თქვენთვის მოვიმარჯვე. იმედია, მიხვდებით, ვისიც უნდა გეშინოდეთ…

 

                                                                                                         მაკა მოსიაშვილი

k1

k3

k2