პორტუგალიაში ბანანის ყუთებში დაფასოებული კოკაინი ამოიღეს

pic_49bc6de5951222aa8fb427014b6109eb

პორტუგალიის პოლიციამ, კოლუმბიიდან ექსპორტირებული ბანანის ყუთებში, საგანგებოდ, თვალის ახვევის მიზნით შეფუთული 237 კილოგრამი კოკაინი ამოიღო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ოპერატიული სამძებრო სამუშაოაბის ჩატარების შმედეგ, ქვეყნის შინაგანი უწყების საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ პორტუგალიაში კარგად ორგანიზებული ნარკო რეალიზატორების ჯგუფი მუშაობდა, რომლებიც კოკაინის იმპორტს ხილის ყუთების გამოყენებით ანხორციელებდნენ. წინასწარი მონაცემებით, გაირკვა რომ კოლუმბიური ,,პროდუქტი” პორტუგალიის ტერიტორიაზე შემთხვევით მოხვდა და ტვირთი მეზობელი ესპანეთისთვის იყო გათვლილი. პოტრუგალიელი პოლიციელები, თავიანთ საზღვარგარეთელ კოლეგებთან ერთად, დანაშაულებრივი ჯგუფის ძიებას შეუდგნენ, რომლებიც ლათინური ამერიკის ტერიტორიიდან საკმაოდ ორგანიზებულად ანხორციელებდნენ ნარკოტიკის ტრანზიტს ევროპის კონტინენტზე.