უკრაინის რადამ ქვეყნის გაზის სატრანზიტო სისტემის პრივატიზების ნებრთვა გასცა

ბბ

უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც უცხოურ კომპანიებს ეძლევათ უფლება, ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი გაზის ტრანსპორტირებისათვის გათვალისწინებული სისტემის 49%-ი შეისყიდონ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას 229 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ინფორმაციას УНИАН-ი ავრცელებს. რადაში აღნიშნული კანონპროექტი მეორედ განიხილეს, რადგან 2 ივნისს გამართულ საგაგნგებო სხდომაზე, რადას დეპუტატების უმრავლეოსაბამ სახელისუფლებო შემოთავაზებას კენჭი არ უყარა. შედეგად უკრაინის გაზის ტრანზიტის მონოპოლისტი კომპანია ,,Нафтогаза Украины” სამ ნაწილად დაიყოფა.”Нафтогаз”-ი გაზის ტრანზიტს განახორციელებს ,,Украинская газотранспортная система” ახალ სტრუქტურად ჩამოყალიბდება და გაზის უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე აიღებს პასუხისმგებლობას, რაც შეეხება ბუნებრივი აირის სარეზერვო ფონდს მას კომპანია ,,Украинские газовые хранилища” გააკონტროლებს. შეგახსენებთ, რომ რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ ,,Газпром” უკრაინა წინასწარი გადახდის მოდელზე გადაიყვანა.