ყაფუზუნა – ღია წერილი ლაშა ნადარეიშვილს
ჟურნალისტურ ეთიკაზე, ადამიანურ მორალზე, ობიექტურობაზე და სამართლიანობაზე რომ გელაპარაკო, აზრი არ აქვს, შენ ამას, უბრალოდ, ვერ გაიგებ, იმიტომ რომ ეთიკა, მორალი და სამართალი შენთვის უცხო ხილია. სარკეში რომ ჩაიხედო, წესით, კარგად უნდა დაინახო, რა დღეში ჩაგაგდო არქიფო სეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა, მაგრამ რაკი შენი სარკე მრუდეა, შევეცდები, შენთვის გასაგებ „ასავალ დასავალის“ ენაზე გაგაგებინო, რატომ ხარ … ტრაკი.
გიფიქრია იმაზე, რომ წლების მერე ჩემი შვილი შენს შვილს სადმე რომ გადაეყრება (არადა, აუცილებლად გადაეყრება, რადგან ეს სამყარო, ზოგადად, ძალიან პატარაა) და ეტყვის, მამაშენი ტრაკიაო, თან აუხსნის, რატომაც, სახლში მისულმა შვილს რა პასუხი უნდა გასცე? რა არის იმის მიზეზი, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ამდენ ბოღმას და სიბინძურეს ანთხევ ჩემი მისამართით შენი გაზეთის ფურცლებიდან?
პიროვნული მტრობა? _
არა, „ასავალ-დასავალის“ წინააღმდეგ ნაბიჯი არ გადამიდგამს. მეტიც, როცა საჭიროდ მივიჩნევდი, ყველა კრიტიკულ სიტუაციაში, მათ შორის, სასამართლო პროცესების დროს, თანადგომას გამოვხატავდი. შენი გაზეთის ფურცლები ინახავს კაცი ფუნა ზაზა დავითაიას ცემის გამო გამოთქმულ პროტესტსაც, ინახავს იმ ფაქტსაც, როცა „თიბისი“ ბანკის მიერ ორგანიზებულ რედაქტორთა შეკრებაზეც კი არ წავედი, რადგან არ მიმაჩნდა სწორად მედიის ერთმანეთთან დაპირისპირება. არავის არაფერს ვაყვედრი, ეს ჩემი მორალია და სხვა დროსაც, ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერი მედიასაშუალების მიმართ, ასე მოვიქცევი!!! ამით იმის თქმაც მინდა, რომ პიროვნული დაპირისპირების მიზეზი, უბრალოდ, არ გქონდა.
საზოგადო?
არავის ძალით კისერზე არ ჩამოვკიდებივარ. მას შემდეგ, რაც „ქრონიკა+“-ში სისტემატურად ქვეყნდებოდა პრემიერ ღარიბაშვილის ცოლის ნათესავების კორუფციული სქემები, შინაგან საქმეთა სამინისტროში ზონდერების დანიშვნებზე კონკრეტული ფაქტები, „კუდის“ ხელწერილები და ა.შ., მიკავშირდებოდით და ინტერვიუს მთხოვდით. მეც, მიუხედავად იმისა, რომ „ასავალ-დასავალი“ სულაც არ იყო მოდური გამოცემა და საზოგადოების ჯანსაღ ნაწილში მხოლოდ მარგინალის სტატუსი ჰქონდა, არც ერთხელ უარი არ მითქვამს ინტერვიუზე. შენ გულდაგულ ეძებდი პატრონს, ეძებდი ხელისუფლებასთან მისასვლელ გზებს, რადგან ცხრა წლის განმავლობაში მონატრებული იყავი მაღალ ჩინებთან კომუნიკაციას, ქანდარაზე გამოკეტილი დაკომპლექსდი, თუმცა არც მთლად რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი წამებული რაინდი იყავი, პირველივე შესაძლებლობისთანავე უარი არ გითქვამს სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან ფარულ ალიანსზე, თუმცა ეს შენი პირადი არჩევანია და სულაც არ მივიჩნევ საჭიროდ მის რევიზიას.
ჩემი ინტერვიუების პარალელურად, ვიღაცას შენი არსებობა გაახსენდა, ვიღაცამ შეგამჩნია, არაფერს ვამატებ, სწორედ ჩემი ინტერვიუების მერე გაჩნდა პირველი კომუნიკაცია: ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაგირეკა, გთხოვა, თუ შესაძლებელია, იქნებ, ელისო კილაძის ინტერვიუები აღარ დაბეჭდოო; მერე თვით ტრასის გენერალმა თამაზაშვილმა გაგაბედნიერა მისი ზარით, ზარს ექსპრემიერ ღარიბაშვილთან კანცელარიაში საიდუმლო ვიზიტი მოყვა. თუმცა რაკი ჰორიზონტზე ჯერ არ ჩანდა სიმამრის ცნობილი კონვერტები, მაინც თავი დაიზღვიე, თამაზაშვილის წერილი წინასწარ წამაკითხე, მართალია, შენს ამ საქციელსაც ის სახელი ჰქვია, რაც ზემოთ დავწერე, მაგრამ მაინც… საბოლოოდ, შენი დიდი ხნის ნანინანატრი ოცნება ახდა _ ხელისუფლებამ დაგიძახა, მესიჯი გამოგიგზავნა, პრემიერის სიმამრმა იუდას ნასუფრალზე დაგპატიჟა. ცხადია, ყველა ინფორმაცია მქონდა, რადგან შენი ერთადერთი ფუნქცია და ამოცანა მხოლოდ ის იყო, რომ „ასავალ-დასავალში~ ჩემი ინტერვიუები არ გასულიყო, ზურგსუკან გიჟპოეტას გეძახდა ავი მუსაიფი, მე მხოლოდ მეცინებოდა, იმიტომ რომ კაცი, რომელსაც საკუთარი და გაზეთის რეპუტაცია ამად უღირს, მხოლოდ სასაცილოა და მეტი არაფერი. აკი თავადაც გვმოძღვრავ ერთ ლექსში: გაიცინე, როცა უმზერ არქიფოსო. ჰოდა, მეც მეცინებოდა!!!
მოულოდნელად, უბედურების ზარმა ჩამოჰკრა _ ერთ მშვენიერ დილას პრემიერი ღარიბაშვილი თანამდებობიდან მოისროლეს, გადადგა მისი საყვარელი სიმამრიც და უცებ აღმოაჩინე, რომ ამდენი წვალებით მოპოვებული ხელისუფლების ყურადღება და პრემიერის სიმამრის ნასუფრალი ხელიდან გამოგეცალა, საკუთარმა პერსპექტივამ, უფრო სწორად, უპერსპექტივობამ შეგაშინა, დაგბოღმა და დაიწყეეე!..
ბოლო ორი თვის შენი ნაცოდვილარის, შედეგი რომ მარტივად შევაჯამოთ, ასეთია: გყავს სულ ოთხი რესპონდენტი, ციხის ცნობილი ჯალათი ლადო ბედუკაძე, წამლის ცნობილი ბარიგა და სოსო თოფურიძის აგენტი ქეთევან ზარნაძე, გაურკვეველი წარმოშობის დავით ჟღენტი და თვითმარქვია პოლიტპატიმარი რამაზ გაგნიძე, რომელსაც საკუთარი ოჯახის წევრებიც არ ცნობენ და არც ერთი კომპრომატი, იმის მიუხედავად, რომ ძალოვანი უწყება გეხმარებოდა და, რაც მთავარია, მუდმივად ხაზზე გყავდა თამაზ თამაზაშვილი.
რა კომპრომატები მოიპოვეთ?
ყველა ბრუნვაში ახსენეთ ჩემი შვილი, არადა, არასოდეს დამიმალავს, _ ვანო მერაბიშვილის დროს ჩემი შვილი ორჯერ დაიჭირეს არა ქეთევან ზარნაძის მსგავსად ნარკოტიკების რეალიზაციაზე, არამედ ორივეჯერ მარიხუანის მოხმარებაზე. რამდენჯერმე დამაყვედრეთ ჩემი ქმრის სამსახური, რომელიც, თავის დროზე, ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების გამო წამოვიდა, არც ზონდერი ყოფილა, არც უკადრებელი უკადრებია, არც ზოგიერთივით რიგგარეშე ჩინებით ყოფილა განებივრებული, მაშინ როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო სავსე იყო ნაცზონდერებით, ბევრი მათგანი უწყებაში სწორედ თამაზაშვილის ხელდასხმით მოვიდა. ტრასის გენერლის ცნობილ მარანში ჩემოდნებით ჩატანილი ფულით ხალხის თანამდებობაზე დანიშვნამ კი იქამდე მიგვიყვანა, ქუჩაში გამოსვლა უსაფრთხო აღარ არის, პროკურორებსაც კი იტაცებენ და კლავენ, მანქანებს აფეთქებენ და იუსტიციის სახლთან ისვრიან. ქვეყნის დედაქალაქი განგსტერული ქრონიკებით ცხოვრობს. მადლობა ღმერთს, რომ პოლიციაში დიდი წმენდა უკვე დაიწყო და იმედია, შედეგებიც არ დააყოვნებს.
სხვა რა კონკრეტული ფაქტი დადეთ? _ ვერც ვერაფერი. ბოლოს იმ ზომამდე მიხვედი, ზღაპრების წერა დაიწყე. ამ სუს-ში სულ გააფრინეს, რა უაზრობებს აწერინებენ ქეთევან ზარნაძეს, ამათ თუ ის არ იციან, რომ არც დათო დოიაშვილს ვიცნობ და არც გიორგი თარგამაძის სიდედრს, იმაზე ცუდად ყოფილა საქმე ამ ქვეყანაში, ვიდრე მე წარმომედგინა.
ხმამაღლა საჯაროდ, კიდევ ერთხელ გეუბნებით: არ არსებობს ბუნებაში კომპრომატი, რომლისაც მეშინია, ამიტომ ის დროა, ლაშა, ლექსების წერას თავი დაანებო და ზღაპრების წერას მიჰყო ხელი. მართალია, უნიჭოდ გამოგდის, მაგრამ ნელ-ნელა დაიხვეწები…
რეალობა? კი ბატონო!
ის გვიანი საღამო მახსენდება, როცა „თიბისი“ ბანკის წინ გამართულ აქციაზე შუაღამისას მოვედი, მანქანაში ვისხედით და არასოდეს დამავიწყდება შენი გაფითრებული, შეშინებული სახე, როცა აქციაზე ერთი კაცი გამოჩნდა, უფრო სწორად, იქვე ახლოს ჩაიარა. მგონი, მიხვდი, ვინც ვიგულისხმე. სხვა დეტალებს არ დავწერ, რატომ? იმიტომ, რომ შენნაირი ტრ…ი არ ვარ, დიდი ხნის წინათ მასწავლეს, რომ ადამიანი, პირველ რიგში, საკუთარ რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდეს და სხვისი საიდუმლო უნდა შეინახოს!!!
ცოტა უფრო შორეულ წარსულშიც უნდა გადავინაცვლო.
ბოლო დროს, ბადრი პატარკაციშვილის სახელის ხსენებას მოუხშირე. ჰეი, ბიჭო, არაფერი შეგეშალოთ შენ და შენს რესპონდენტებს. თუ გარიგებაზე მიდგება საქმე, „ქრონიკა+“ გადაშალე და ის მემორანდუმი წაიკითხე, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას გაუფორმა. შენ თუ არ იცი, შენს მორიგ დამკვეთს, ვანო ჩხარტიშვილს ჰკითხე, რა მოხდა მაშინ, _ ჩვენ არათუ ვინმე გავყიდეთ, იქით მიგვაყიდეს ყველანი ამ გარიგებით და საარჩევნო შტაბის დავალიანება, რვა მილიონი დოლარი, ყადაღის მოხსნის მერე ბადრის ქვრივმა მიითვისა. ვანო ჩხარტიშვილი გამახსენდა და შე მართლა ტრ…ო, ჰკითხე, აბა, შენს დამკვეთს, უანგაროდ გამოვუქვეყნე თუ არა მას „ქრონიკა+“-ში მასალების მთელი სერია და ავიღე თუ არა ფული? დიდხანს წუხდა ვანო ჩხარტიშვილი, ელისოს საჩუქარი მაინც გავუკეთო რამეო, მაგრამ არც საჩუქარი მიმიღია მისგან. რატომ? იმიტომ, რომ ეს ჩემი ცხოვრების წესია!!! საჩუქარს თითის გატკაცუნება და დაკვეთა მოსდევს, მე კი ჩემი თავისუფლება ყველაფერს მირჩევნია. ვის არ დავხმარებივარ, ვისთვის არ გამიწვდია ხელი, ვისთან არ მქონია მტრობა, მაგრამ შენსავით უკადრებელი არასოდეს მიკადრებია!!!
რაკი სიტყვას ბადრი პატარკაციშვილის ხსენება მოყვა, აქვე ერთი პატარა ეპიზოდი უნდა გავიხსენო: მე, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის პრესსამსახურის უფროსმა, 2007 წელს „ასავალ-დასავალს“, საარჩევნო პროგრამის გამოქვეყნების სანაცვლოდ, 8000 დოლარის ღირებულების სარეკლამო ხელშეკრულება გაგიფორმე (არ იყო ეს იმ დროისთვის ცოტა ფული. ეტყობა, ესეც „ნაცების“ დავალებით გავაკეთე), ხელისუფლებამ ანგარიშები დაგვიყადაღა, ამიტომაც თანხის გადახდა ცოტა დაგვიგვიანდა. მახსოვს, ისტერიკები გამართე, _ სასწრაფოდ ჩემი ფული მომეცით, თორემ ჩემი ჟურნალისტი შტაბში შიმშილობას გამოაცხადებსო! ამოსუნთქვის საშუალება არ მოგვეცი, საქმეს არც შტაბის წევრების ჩარევამ უშველა, ბოლო ხმაზე გაჰკიოდი ტელეფონში. სკანდალის თავიდან აცილების მიზნით ცხონებული გუგა კვიტაშვილი წავიდა და სახლიდან 8000 დოლარი მოიტანა, რომ შენი ვნებები დაგვეცხრო. ამ მორალის კაცი რომ სხვას დაუწყებს მორალზე ლაპარაკს… არც ერთი სხვა გაზეთის რედაქტორი არ მოქცეულა ასე, პრეტენზიები არავის გამოუთქვამს, არც ვინმეს ვალი დაგვიტოვებია…
მოგვიანებით, როცა ძალიან გაგვიჭირდა, შტაბის უფროსი დევნილობაში წავიდა და ყოველდღე დაჭერით გვემუქრებოდნენ, იატაკქვეშეთში ფილმის გადაღება დავიწყეთ, რომ საზოგადოებისთვის სიმართლე მიგვეწვდინა, რაკი ხელთ მქონდა ბადრი პატარკაციშვილისა და ერეკლე კოდუას საუბრის ჩანაწერი (რომლის აგენტობასაც ასე გულდაგულ მაბრალებ შენც და შენი რესპონდენტებიც). საჭირო იყო ამ ჩანაწერების გასაჯაროება. დიდხანს აღარ მიფიქრია, დასახმარებლად „ალია ჰოლდინგის“ დამფუძნებელს, გიორგი ბრეგვაძეს მივაკითხე, მხოლოდ მას ვენდე და მოლოდინმაც არ მიმტყუნა, გიორგი ბრეგვაძემ არა მხოლოდ გამოაქვეყნა საუბრის სრული ჩანაწერები, არამედ ჯენტლმენურად შეასრულა პირობა და არასოდეს გაუმხელია, ვინ მიუტანა მას ეს მასალა. შენთან რომ მომეტანა, კაცმა არ იცის, ვის და რა ფასად მიმაყიდდი იუდას ნასუფრალის გამო, როგორც ახლა მიმაყიდე ტრასის გენერალს!!!
ზემოთ გითხარი, მიზნის მისაღწევად შენსავით უკადრებელი არასოდეს მიკადრებია-მეთქი. ის, რაც ზაზა დავითაიამ ფეისბუქზე იკადრა, ის ზღვარია, კაცებსა და ტრაკებს შორის რომ გადის. მართალია, ფუნა კაცმა დაკითხვაზე ჩაისვარა, არანაირი პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი არ არსებობს, არც ტყე ვიცი და არც ველი, არც ელისო მიგულისხმია და ეს ყველაფერი „მარშალპრესმა“ მოიგონაო, შენც ეს ჩასვრა, უბრალოდ, გაატარე, იმიტომ რომ შენთვის არც ჟურნალისტის, არც გაზეთის რეპუტაცია არაფერს წარმოადგენს. მე რომ შენნაირი ტრ…ი ვიყო, დაგიწერდი საჯაროდ, როგორ გეძახიან ზურგსუკან საკუთარი თანამშრომლები კონჩიტას და სხვა პიკანტურ დეტალებსაც მივაყოლებდი, მაგრამ ამას არ გავაკეთებ, რადგან მიმაჩნია, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. სწორედ ამიტომ არ დავიტოვე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი, რომელიც რედაქციაში ზაზა დავითაიასათვის კარგად ნაცნობმა პირმა მოიტანა. გამოძიება თბილისის პროკურატურაში დაწყებულია და შედეგებს უახლოეს მომავალში ველოდები!!!
შენ ვერასოდეს მიხვდები, რატომ შევიტანე სარჩელი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წვერმაღალას ხეების გამო. ჩემთვის მთავარია, სასამართლო პროცესზე გაირკვეს, რომ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ნამდვილად არსად გამომხტარა და რომ ივანიშვილს, უბრალოდ, არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. ტყუილად გიხსნი, ეს რომ გაიგო, ღირსება უნდა გქონდეს. შენ მხოლოდ უღირსი მოქცევა იცი.
დაბოლოს, შენი ტრაკობის ყველაზე მძიმე მაგალითი!!!
ვანო ჩხარტიშვილის დაკვეთის ფარგლებში „თიბისი“ ბანკის წინააღმდეგ მორიგი აქცია ბორჯომში გაიმართა, მასში ადგილობრივი ბიზნესმენი შალვა აბულაძე მონაწილეობდა, ამ აქციის მერე დაიწყეს აბულაძის დევნა და ის არა მხოლოდ გააბრაგდა, არამედ ორი პოლიციელის მკვლელიც გახდა. შალვა აბულაძეს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. კაცი, რომელიც შენი მხარდასაჭერი აქციის გამო აღმოჩნდა ამ გზაზე, ციხეში ერთხელ მაინც მოიკითხე? საახალწლოდ ერთი ბლოკი სიგარეტი მაინც შეუგზავნე? _ არა? რატომ? იმიტომ, რომ ტრაკი ხარ!!!
შალვა აბულაძის ტყვიამ ორი პოლიციელის _ გიორგი ბერუაშვილისა და ბექა მარგიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, პირდაპირ თუ ირიბად, ორივე პოლიციელის სისხლი შენს კისერზეა. ვანო ჩხარტიშვილის დაკვეთებზე „თიბისი“ ბანკის წინააღმდეგ კამპანია რომ არ დაგეწყო, ამ კამპანიაში შალვა აბულაძე არ გამოჩენილიყო მეგობრების დასახმარებლად, გაბოროტებულს არ ერბინა ქუჩა-ქუჩა, არაფერი მოხდებოდა. მოიკითხე გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახები? იქნებ, რა უჭირთ და ულხინთ ამ საახალწლოდ, არ მოიკითხე?! რატომ?! პასუხი მარტივია, _ იმიტომ, რომ ტრაკი ხარ და ყველაფერი ადამიანური, მათ შორის, გულწრფელი სინანული შენთვის ძალიან უცხოა!
ეს შენდამი ჩემი პირველი (და უკანასკნელი) წერილია. შევეცადე, შენთვის გასაგებ ენაზე ამეხსნა, რატომ ხარ ტრაკი. აწი, გინდა, შვლის ნუკრის ზღაპრები წერე, გინდა, კოჯრის ტყის, გინდა, კაც ფუნა ზაზა დავითაიას დაუთბილე ფეხები და გინდა, იუდას ნასუფრალი მიირთვი!!! აქაც ტრაკივით იქცევი, იმის გამბედაობაც არ გყოფნის, საკუთარ გაზეთს ხელი მოაწერო!!! ანონიმურად მებრძვი – არ ვიცი, შეამჩნიე თუ არა, მაგრამ `ქრონიკა+”-ის არც ერთი ჟურნალისტი, შენთან ბინძურ ომში არ ჩავრთე. ჩემი ჟურნალისტები დაკვეთებზე არ მუშაობენ, ჩემთვის მთავარი მათი თავისუფლების ხარისხია. მარტოც მოგივლი!!!
ტრაკი ტრაკია და მას ადამიანის ორგანიზმში რა ფუნქციაც აკისრია, მგონი, კარგად იცი.
ეს მსტოვრებიც მოვიშორეთ ქართველებმა, დასრულდა პრემიერ ღარიბაშვილის სიმამრის ბინძური მმართველობა! რამდენი ხანიც არ უნდა აგრძელო ამ ბოღმისა და ბალღამის ნთხევა, მდაბიო, ჭორებზე დაფუძნებულ ჟურნალისტიკას ამ ქვეყანაში მომავალი არ გააჩნია. არც შენ გაქვს მომავალი, რადგან გიორგი კვირიკაშვილის მთავრობაში არ მოძებნება ადამიანი, რომელსაც შენი ნაჯღაბნი რამეში დასჭირდება. ჩემს ლანძღვაში იუდას ნასუფრალს მხოლოდ კახელები გიგზავნიდნენ. მათი დრო ამ ქვეყანაში, მადლობა ღმერთს, წარსულს ჩაბარდა, ტრაკი კი დარჩა ტრაკად, დრო, სივრცე და გარემოება აქ ვერაფერს ცვლის!!!
ჰოდა, ამ წერილის წაკითხვის მერე ვინც ჩემსავით ფიქრობთ, რომ ლაშა ნადარეიშვილი ტრაკია, დაუმესიჯეთ! მისი ტელეფონის ნომრებია: 577 11-11-11; 593 33-33-33.
ჰო, იმ სუფრიდან არაფერი აიღო, ლაშა, იმ სუფრაზე წუხელ გასცეს უფალი. იუდას ნასუფრალი ბალღამია და დადგება დრო, აუცილებლად წამოგანთხევს. დაიმახსოვრე!!!
ელისო კილაძე