ამერიკამ Lockheed Martin Corp F-35 -ის ფრენა შეაჩერა

ბოლოოო

ამერიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჰაერო ძალებმა Lockheed Martin Corp F-35 კლასის სტრატეგიული ბომბდამშენების საჰაერო გამოცდა გაურკვეველი ვადით შეაჩერა. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ნაბიჯი სწრაფმფრენი ბომბდამშენის ძირეული საფუძვლიანი შემოწმების მიზნით გადადგეს. გადაწყვეტილება ფლორიდის შტატაში მდებარე, ამერიკულ სამხედრო ავიაბაზაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ იქნა მიღებული. იუწყება Reuters-ი. კერძოდ 23 ივნიის, როდესაც ავიახომალდის მფრინავი ასაფრენად ემზადებოდა, თვითმფინავის ერთ-ერთ ძრავს, რომელიც კომპანია Pratt & Whitney დაამზადა ცეცხლი გაუჩნდა. პენტაგონის განცხადებით ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია. საბედნიეროდ მფრინავი არ დაშავებულა. ამერიკულ საჰაერო ფლაგმანს, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო, მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დიდ ბრიტანეთში გასამართ ავიაშოუში მონაწილეობის მისაღებად ამზადებდა. ჯერჯერობით უცნობია წარსდგებიან თუ არა ემერიკელები აღნიშნულ ავიასალონზე Lockheed Martin Corp F-35 -ით.