მეიდანალებს სანატორიუმში გადასვლა არ სურთ

ნ1

კიევის ახლად არჩეულმა მერმა ვიტალი კლიჩკომ, ქალაქის ცენტრში ევროპის მოედანზე ,,საცხოვრებლად” გადმოსულ მომიტინგეებს (მეიდანელებს) ტერიტორიის გათავისუფლება მოსთხოვა და ეგრეთწოდებული საპროტესტო ბანაკის გადატანა კიევის ერთ-ერთ, პრესტიჟულ სანატორიუმში შესთავაზა. ,,ჩვენ მეიდანელებს ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ პრესტიჟულ სანატორიუმში გადასვლა შევთავაზეთ, კიევი ნორმალურ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს, თუ კი ვინმე ავრცელებს ხმებს, რომ მიმდინარეობს მეიდანის ლიკვიდაციის გეგმა ეს არაწორი ინფორმაციაა, უბრალოდ პოლიტიკური სიტუაცია ნორმალურ კალაპოტში უნდა ჩაჯდეს, კიევთან ახლოს არის დიდი სანატორიუმი მიმდებარე შენობებით და აღნიშნული ადგილი იქნება თავისუფალი აზრის გამოხატვის და ქვეყნის პოლიტიკური მოვლენების განხილვის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი, ჩვენ ამ ხალხს ხელს არ ვკრავთ, უბრალოდ ქალაქის ცხოვრების რითმი, კალაპოტში უნდა ჩაჯდეს” აცხადებს კლიჩკო. რაც შეეხება თავად მეიდანელებს, მათი განცხადებით ისინი არსად წასვლას არ აპირებენ . ,,ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, ყოველშემთხვევაში ჯერ, ამ ხელისუფლებას ჩვენ გავუხსენით გზა პოლიტიკური ცხოვრებისაკენ და ჯერ კიდევ არსებობს საშიშროება, უკრაინელების მიმართ რადიკალურად განწყობილმა ძალებმა ქვეყანაში სიტუაცია არიონ. სანატორიუმში გადასვლა კარგია მაშინ როდესაც ოჯახთან ერთად დასასვენებლად მიდიხარ” აცხადებენ მომიტინგეები.