სახელმწიფო უსაფრთხოება თუ ლგბტ თავისუფლება?!

744

„როგორც ცნობილია, 2016 წლის განმავლობაში დაგეგმილია ვიზალიბერალიზაცია, რისი განხორციელებაც, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დაკავშირებულია ქვეყანაში მიმდინარე ფაქტორებსა და მაჩვენებლებზე, რომლის შემადგენელიც თავის მხრივ არის ლგბტ პირების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში. სწორედ ამ თვალსაზრისით და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები. 2016 წლის 17 მაისს, საქართველოში დაგეგმილია ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღნიშვნა, რომლის დროსაც, შესაძლოა, არსებობდეს გარკვეული პროვოკაციული გეგმები, რაც საბოლოოდ უარყოფით გავლენას იქონიებს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე. ამიტომ სახელმწიფოს მოვუწოდებ უზრუნველყოს  შესაძლო პროვოკაციული გეგმების თავიდან აცილება, ამ განცხადების გაკეთების საფუძველიც ის ინფორმაციებია, რომელსაც ვფლობთ და აუცილებელია, პრევენციული ღონისძიებების გატარება ხელისუფლებისგან მხრიდან, რომ დაიცვას სახელმწიფო უსაფრთხოება.“ – აცხადებს „ქრონიკა+“-თან ლგბტ უფლებამდამცველი გიორგი ჩხარტიშვილი.