თელავური არითმეტიკა და მშიერი ოცნება

33eeee

მშიერი ხალხის სახელით ასიათასობით დახარჯული ფული ბიუჯეტიდან კვირის აქტიურ თემად იქცა, თუმცა გაირკვა, რომ თელაველებმა რიმას ვაჯობეთ!
და აი, როგორ:
ლალის ექვსი შვილი ჰყავს, ოჯახი სოციალურად დაუცველია, ცხოვრებით სოფელ შალაურში ცხოვრობს. ოჯახის ძირითადი შემოსავალი სოციალურად დაუცველის შემწეობა და ლალის ხელფასია, რომელიც, სულ რაღაც, 170 ლარს ითვლის. ლალი ერთ-ერთ საჯარო სამსახურში დამლაგებლად მუშაობს…
მისი ოჯახის სვე-ბედი არაფრით იქნებოდა სხვა ბევრი ასეთი ოჯახისგან განსხვავებული, რომ არა ერთი ფაქტი, _ მის 11 წლის ბიჭის ტუბერკულოზი აქვს! დედა შვილს ხან ერთ საავადმყოფოში დაატარებს, ხან _ მეორეში, ბავშვი ხან კარგადაა და ხან _ ცუდად… თუმცა საავადმყოფოდან გამოწერილ არასრულწლოვანს ცხოვრება მიწურში უწევს, ნესტი და სიცივე კი თავისას შვრება და ბავშვს კავერნა კვლავ ეხსნება… ასე გადის თვეები და წლები, ლალი კი იბრძვის ოჯახისთვის, შვილისთვის, იბრძვის ლუკმის საშოვნელად, დილით ადრე სამსახურში მიდის, ალაგებს, მერე კი სათნოების სახლს მიაშურებს და იქიდან თითო ულუფა საკვები მიაქვს ოჯახში…
ეს პატარა ისტორია იმის ნიმუში გახლავთ, როგორია რიგითი გაჭირვებულის ცხოვრება არსებობისთვის…
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ კახეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში არსებული უფასო სასადილოების საქმიანობის მონიტორინგი განახორციელა. კველევის შედეგებიც ცხადყოფს, რა ვითარებაშია დღეს მუნიციპალიტეტებში არსებული სათნოების სახლები და როგორია იქ არსებული მდგომარეობა.
საქართველოს ორგანული კანონი, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მუნიციპალიტეტების ორგანოებს უფლებამოსილებას ანიჭებს, საკუთარი ინიციატივით განახორციელონ ღონისძიებები სოციალური დახმარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით (მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი).
კვლევის შედეგები
(„ქრონიკა+“ კვლევის მხოლოდ იმ ნაწილს გამოიყენებს, სადაც თელავის მონაცემებია შესული):

„უფასო სასადილოს“ ადმინისტრირება და მომსახურება
ქალაქი თელავი _ ა(ა)იპ „უმწეოთა და უპოვართა სამსახური“:
უფასო სასადილოში ბენეფიციართა კვების დაფინანსება _ როგორც უკვე აღინიშნა, ყველა მუნიციპალიტეტში ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 2015 წლის განმავლობაში დაფინანსების ოდენობა უშუალოდ ბენეფიციართა კვების ნაწილში შეადგენს:
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში _ 200.000 ლარი;
ბენეფიციართა რაოდენობა:
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი _ 300;
ბენეფიციართა აღრიცხვის კრიტერიუმები და წესი:
უფასო სასადილოს ბენეფიციართა შერჩევისა და რეგისტრაციის შესახებ ნორმატიული აქტი კახეთის რეგიონში მიღებული აქვს მხოლოდ ახმეტის მუნიციპალიტეტს (საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის #19 დადგენილება). დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ხსენებული საკითხები წყდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გამოცემისა და სხვა მმართველობითი ღონისძიებების (რეალაქტების) საშუალებით.
ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა განცხადებების განხილვისა და შემდეგ ბენეფიციართა შერჩევის მიზნით შექმნილია სპეციალური კომისია (ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო), ზოგან კი ამ ფუნქციას ახორციელებს გამგეობის შესაბამისი სამსახური (ლაგოდეხი, თელავი).
გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ, უმეტეს შემთხვევაში, იღებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი, თუმცა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შესაბამის იურიდიულ პირს _ დირექტორს (ლაგოდეხი).
ბენეფიციარად ცნობისა და მისი უფასო სასადილოში რეგისტრაციის ზუსტი კრიტერიუმები მუნიციპალიტეტებს განსაზღვრული არ აქვთ. გადაწყვეტილებების მიღება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ხდება საკითხის ინდივიდუალურად შესწავლის გზით, განმცხადებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით (მონაცემთა ერთიან ბაზაში დაფიქსირებული ქულების რაოდენობა, საცხოვრებელი პირობების ადგილზე შემოწმება და სხვ.).

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი _ 1,15 ლარი;
ბენეფიციართა კვების რეჟიმი:
ქალაქი თელავი _ კვება ხორციელდება ყოველდღიურად, დღეში ერთხელ, 10.00 საათიდან 17.00 საათამდე დროის შუალედში.
უფასო სასადილოდან საკვების ბინაზე მიტანის სერვისი:
ქალაქი თელავი _ 60 ბენეფიციარზე.
ბენეფიციართა კვების რაციონი (მენიუ):
ბენეფიციარების კვების რაციონი ყველა მუნიციპალიტეტში ერთგვაროვანია. მასში შედის პური, ბურღულეული, რძის პროდუქტები, შაქარი, ცხიმები, სხვადასხვა სახის ბოსტნეული და ხილი, წვენები და სხვ.
საკვები პროდუქტების შესყიდვა:
ქალაქი თელავი _ შპს „საგი“ (სოსო კევლიშვილი) და ინდმეწარმე „ნათელა შაშურაშვილი“ (ტენდერით); შპს „ლიდერ-ფუდი“ (გიორგი მარგალიტაშვილი) და ინდმეწარმე „ზაქარია ბაბილაშვილი“ (გამარტივებული შესყიდვით).
პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების შემოწმება:
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უფასო სასადილოსათვის განკუთვნილი პროდუქტების შემოწმება ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება, თუმცა შემოწმების მეთოდები უმეტეს შემთხვევაში არ არის დაკონკრეტებული.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერია ინფორმაციაში უთითებს, რომ შემოტანილი პროდუქტები მოწმდება ვიზუალურად _ ვარგისიანობის ვადების შემოწმების გზით.
იურიდიული პირების საშტატო რიცხოვნობა და სახელფასო ხარჯები:
შესწავლილ იქნა აგრეთვე უფასო სასადილოების მომსახურე პერსონალის საშტატო რაოდენობა და მათი სახელფასო ხარჯები.
თელავი, საშტატო ნუსხა 13, სახელფასო ხარჯი 53 100 ლარი
(აქ ხვალ მოგცემ მცირე კომენტარს თელავის მერის და სათნოების სახლის დირექტორის )

P. შ. რას ვიღებთ ჯამში, თუ სათნოების სახლისათვის განკუთვნილ 200000 ლარს გავყოფთ 300 ბენეფიციარზე? მივიღებთ იმას, რომ ერთ ადამიანზე წლიურად უნდა იხარჯებოდეს 666 ლარი და 60 თეთრი, თუმცა თუ მიღებულ თანხას 12 თვეზე გავყოფთ აღმოვაჩენთ, რომ თვეში ერთ ადამიანზე 55 ლარი და 50 თეთრი უნდა იხარჯებოდეს, თუმცა სამწუხარო აქ ორი ფაქტია: პირველი, რომ ერთ ადამიანზე ნარმანაიაზე ეკონომიურად ვხარჯავთ ფულს და თვეში 1 ლარს და 15 თეთრს ვიღებთ და 300 ადამიანისთვის, ანუ მშიერი ხალხის სახელით გამოყოფილი 200 000 ლარიდან 54000 ლარს, ანუ თანხის ერთ მეოთხედს, მხოლოდ 13 თანამშრომელს ვუნაწილებთ…
ასეა თელავის მუნიციპალიტეტი _ მილიონის მეხუთედს მშიერი ხალხისთვის გამოყოფს, ხოლო მილიონის მეოცედს 13 ადამიანს აძლევს, რათა მშივრები დააპუროს.
როგორც სათნოების სახლის დირექტორმა „ქრონიკა+“-თან კომენტარის დროს განაცხადა, აბსოლუტურად საკმარისია 1.18 თეთრიდან 1.30 თეთრამდე, რომ ბენეფიციარს დღეში ერთხელ საკვები მიაწოდონ. რაც შეეხება პურს, მისი განმარტებით, პური, რომელსაც ისინი ბენეფიციარს აწვდიან, 375 გრამს იწონის, ხოლო წვნიანს კი 500 გრამს აძლევენ შესაბამისი მენიუს მიხედვით. მანანა ბაზერაშვილი აქვე დასძენს, რომ ბენეფიციარს პერიოდულად ძეხვს და სხვა დანამატებსაც აძლევენ. ამავე სათნოების სახლის ბუღალტერი აღნიშნავს, რომ 200 000 ლარიდან 130 000 იხარჯება კვებაზე და 71 000 კი 13 თანამშრომლის ხელფასზე. ისინი აქვე დასძენენ, რომ კვლევაში არასწორი მხოლოდ ისაა, რომ სახელფასო ბიუჯეტი ნაკლებადაა წარმოდგენილი, რეალურად კი უფრო მეტს გასცემენ მომსახურე პერსონალისთვის.
„ქრონიკა+“-ს დიდი სურვილი ქონდა თელავის მერის პოზიციას მოესმინა, მაგრამ სამსახურში არ იმყოფებოდა, სატელეფონო ზარს კი არ უპასუხა.

მაკა მოსიაშვილი