პეტრო პოროშენკო: „უკრაინის სახელმწიფო ენა მშობლიური ენა იქნება!“

70b608c065.images.new_photo.msoflio.ucxoeti.ukraina.petre-poroshenko-67

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ქვეყნის სახელმწიფო ენა უკრაინულია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. იუწყება სააგენტო ,,Интерфакс”-ი: ,,სახელმწიფოს კონსტიტუციის მეათე პუნქტი უცვლელი დარჩება და მას ხელს ვერავინ ახლებს, უკრაინის სახელმწიფო ენა უკრაინულია და ასე იქნება, ვიდრე უკრაინა მსოფლიო რუკაზეა გამოსახული. რაც შეეხება რეგიონებში ეროვნული უმცირესობების უფლებებს, შეუძლიათ მათთან დამატებითი ენობრივი კავშირი გამოიყენონ.“ პოროშენკოს ადრინდელი განცხადებით, უკრაინის პარლამენტის მიერ რუსულ ენაზე რეგიონალური ენის სტატუსის ჩამორთმევა შეცდომა იყო.