უკრაინას ახალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს

za

უკრაინის უმაღლესმა რადამ მიხაილ კოვალი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხმა 327 დეპუტატმა მისცა. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, თავდაცვის მინისტრის პოსტს ვალერია გელეტია დაიკავებს, ხოლო აწ უკვე ყოფილი მინისტრი კოვალი, უკრაინის უშიშროების და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს (СНБО) თავმჯდომარის მოადგილის სავარძელში გადაინაცვლებს. სახელმწიფოს მეთაურმა გენშტაბის ახალი მეთაურიც წარადგინა – არმიის გენერალ-ლეიტენანტი, აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ერთ-ერთი კოორდინატორი ვიქტორ მუჟენკო. პრეზიდენტის თქმით, ყოფილი გენშტაბის უფროსი, დონბასში ორმხრივი შეტაკების შედეგად კანტუზირებულია და ეს ცვლილება იძულებით განახორციელა.