ვანო მერაბიშვილის კუთვნილი მანქანა დაამტვრიეს

pra

გუშინ, პეტრიაშვილის ქუჩა #27-ში, ვანო მერაბიშვილის კუთვნილ ავტომანქანას, ჯერჯერობით, დაუდგენელი პირი დაეჯახა და ძვირადღირებულ „ჯიპს“ წინა ცხვირი დაუზიანა. ინფორმაცია „ქრონიკა+“-ს საკუთარმა წყარომ მიაწოდა. ასევე ცნობილია, რომ ერთი კვირის წინ, ვანო მერაბიშვილის ცოლმა, რომელიც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ავტოფარეხში დაყენებისას საკუთარი ავტომანქანა დააზიანა. მერაბიშვილის „ჯიპის“ შეკეთებას 3000 დოლარი სჭირდება. „კიდევ კარგი, ფარები არ დააზიანეს, თორემ ხარჯს ვინ აუვიდოდაო,”- წუხდა, თურმე თაკო სალაყაია-მერაბიშვილისა.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის ოჯახი პეტრიაშვილის ქუჩა #27-ში, ისევ ნინო ჩხეიძის ქმრის კუთვნილ ბინაში ცხოვრობს, ამავე ბინაში ცხოვრობდა მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და თბილისის პროკურორი მაია მწარიაშვილი. ვიცე-პრემიერი კახი კალაძეც პეტრიაშვილის #27-ში „დუპლექსის“ სარემონტო სამუშაოებით იყო დაკავებული, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად აღნიშნულ მისამართზე, ამ დრომდე არ გადასულა.