ალექსანდრე ლუკაშენკო: „თუ საჭირო გახდება ბელორუსი რუსეთის მხარდამხარ იომებს!“

3780775

ბეოლორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშეკომ მინსკში, ფაშისტებისგან ქვეყნის განთავისუფლების 70 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სტუმრობას სიმბოლური უწოდა: ,,ჩვენ ვაფასებთ თქვენს ვიზიტს ბელორუსში, მიუხედავად დიდი დაბრკოლებისა და წინააღმდეგობისა ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს გამარჯვება საერთოა. როგორც ჩვენი ,,დასავლელი მეგობრები” წერენ, პუტინი სიმბოლურად ჩავიდა ბელორუსშიო, მინდა მათ ვუპასუხო – დიახ, პუტინი იმ დიდი გამარჯვების მთავარი შემოქმედი ქვეყნის, რუსეთის პრეზიდენტია და დღევანდელი დღის სიმბოლო, სწორედ ვლადიმერ პუტინია. ჩვენ, როგორც ადრე ვიდექით ერთმანეთის გვერდით, ასევე ვიქნებით მომავალშიც. მინდა ვუთხრა ამ მეგობრობის შურით შეპყრობილ ადამიანებს, ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვიბრძოდით და თუ საჭირო გახდება, ერთმანეთს კვლავ ამოვიდგებით მხარში და ვიბრძოლებთ. ჩვენს უკან ჩვენი სამშობლო და ღირსებაა. მე მადლობას ვუხდი რუსეთის ფედერაციას ეკონომიკური მხარდაჭერისთვის, მიუხედავად დასავლეთის მცდელობისა, ბელორუსიის ეკონომიკა გაენადგურებინათ, რუსეთის ფედერაცია ჩვენს ქვეყანას მკერდით გადაეფარა და ჩვენ ამ ყველაფერს სათანადოდ დავაფასებთ. ფეხზე ვდგავართ და ამ ორი ქვეყნის ეკონომიკა უფრო მტკიცე იქნება, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია” – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ სიტყვით გამოსვლის დროს.