სამხრეთ კორეაში ამერიკული გეგმების მსხვრევას იწყებენ!

655-402-si-dzinpin

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური სი ცზინპინი სახელმწიფო ვიზიტით სამხრეთ კორეას ესტუმრა. წერს The New York Times-ი. მათივე ინფორმაციით, სეული ვაშინგტონის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია და ჩინელი ლიდერის სამხრეთ კორეაში ვიზიტი, აღნიშნულ რეგიონში ამერიკული გეგმების დამსხვრევას ემსახურება. როგორც ცნობილი გახდა, ჩინეთი საკუთარი უსაფრთხოების ,,ახალ არქიტექტურას ქმნის” და როგორც რეგიონის დომინანტი სახელმწიფო, მეზობლებს პარტნიორობისთვის უხმობს. ტრადიციულად, ჩინური დელეგაციის ვიზიტი გაყოფილ კორეაში, ჩრდილოეთიდან ადგილობრივი ლიდერების მოწვევით იწყებოდა ხოლმე, მაგრამ წელს ჩინელებმა გამონაკლისი დაუშვეს და კორეის სტუმრობა სამხეთიდან არჩიეს. რაც შეეხება სამხრეთ კორეას, უკანასკნელ წლებში ქვეყანამ ჩინეთთან ურთიერთობა გააქტიურა და როგორც განათლების, ასევე სამედიცინო და სამეცნიერო სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობა საკმაოდ გააღრმავა. ჩინელი ტურისტებიც ინტენსიურად სტუმრობენ მეზობელ ქვეყანას და როგორც ადგილობრივი საშუალო სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელები აღნიშნავენ, ჩინეთი მათი შემოსავლების ერთ-ერთი საიმედო და სტაბილური გარანტია.