„კანონიერი ქურდი“ ბესო „რუსტავსკი“ დაკავებულია

965d06d29ac1fe32352fdae488dbb862

,,Прайм Крайм”ის ინფორმაციით, 2 ივნისს, რუსეთში, მოსკოვის პოლიციამ 31 წლის ქართველი ,,კანონიერი ქურდი” ბესო კვინიკაძე დააკავა, რომელიც კრიმინალურ წრეებში ბესო ,,რუსტავსკის” ზედმეტსახელითაა ცნობილი. ბესო ცნობილი „კრიმინალური ავტორიტეტის“ ზურაბ კვინიკაძის შვილია. რუსი სამართალდამცავების და „რუსტავსკის“ გადაკვეთის წერტილი პირველად 1999 წელს შედგა, როდესაც ბესომ და მისმა თანამზრახველებმა ერთ-ერთი ცნობილი საამშენებლო კომპანიის მფლობელის შვილი აიყვანეს მძევლად და მისგან თავისუფლების სანაცვლოდ 5000 ამერიკული დოლარი მოითხოვეს. მოგვიანებით 2004 წელს, ახალგაზრდა კრიმინალი ავტომობილის გატაცების ბრალდებით დააკავეს და სასჯელის მოხდის შემდეგ, ბესოში ,,ქურდული ოჯახის” წევრობის სურვილმაც გაიღვიძა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბესომ თავისი მომავლის ბედი წინა პლანზე წამოსწია და დახმარებისთვის რამდენიმე ,,კანონიერ ქურდს” მიმართა. 2013 წელს გარდაცვლილი ,,ზაკონნიკის”თამაზ ფიფიას ერთი წლის თავზე, ბესოს მოთხოვნას  ძმებმა ქარდავებმა და მათ ირგვლივ მყოფმა რამდენიმე გავლენიანმა კრიმინალურმა ,,გენერალმა” დაუჭირა მხარი. ბესო კვინიკაძესთან ერთად, სპეციალურად ,,მოწვეულ” ე.წ. ქურდულ ,,სხოდკაზე” ,,ქურდული მანტია” მაქსიმ ფრანცუზმა,თემურ გულიმ და ანდრეი ტუროკმაც მოისხეს. ამ უკანასკნელთაგან თავისუფლებაზე ამ დრომდე, მხოლოდ ბესო კვინიკაძე იყო. ბოლო დროს ბესო სანკტ-პეტერბურგში ,,მოღვაწეობდა.” გახმაურებული ,,ქურდული” დაპირისპირებების ფონზე განვითარებულ მოვლენებს, ვერც რუსთაველი ,,ჭაბუკი” ასცდა და ,,ცხელი ამბების” ეპიცენტრში აღმოჩნდა. ,,კანონიერმა ქურდებმა” ალბერტ რიჟიმ და მირიჩამ ბესო კვინიკაძეს ,,სომოზვანეცი” უწოდეს და კონსპირაციულად გამართულ „სხოდკაზე“ მას და ლიოხა ,,ირკუტსკის” დაუსწრებლად ,,ქურდული”ტიტული ჩამოართვეს.

გახმაურებული მოვლენების შემდეგ, ,,კრიმინალური ავტორიტეტები” ალბერტ ,,რიჟისგან” საერთო ქურდულ შეკრებაზე ახსნა-განმარტებას მოითხოვდნენ, რომელიც მიზეზთა გამო თავს არიდებდა ,,დიდ” საუბარს. რამდენიმე თვის წინ, თურქეთში ალბერტს ,,დაუპატიჟებელი” სტუმრები მოულოდნელად დაადგნენ და ერთ-ერთი სასტუმროს ავტოსადგომზე სასტიკად სცემეს. ,,რიჟიმ” თავს გაქცევით უშველა, ხოლო მისი დაცვის წევრი, რომელიც ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელი იყო, აღნიშნულ დაპირისპირებას შეეწირა.