„ბიძინა ივანიშვილო, შენი კომფორტი დასრულდა“ – ვინ ემუქრება პირველ მოქალაქეს?!

bidz

გიგი უგულავას დაკავებას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება და მოქმედ ხელისუფლებას შეჩერებისკენ მოუწოდებს, პირველ მოქალაქეს კი, კომფორტულ დღეებს უთვლის:

„გიგი მხნედ არის. თითოეული ჩვენთაგანიც. ამ წუთიდან ადამიანის არამსგავსი ჩემი მეზობელი აღარ მაინტერესებს. ბიძინა ივანიშვილო, შენი კომფორტი დასრულდა. ეგ შუშის სახლი დაგრჩება ოხრად.

რადგან მთავრობის სხდომა მიდის, რომელიმე წაიკითხავთ და დანარჩენებს გადაეცით. კაპრიზი ბიძინასია, პასუხისმგებლობა კი თითოეული თქვენთაგანისაა. არ აქვს მნიშვნელობა, ჯანდაცვის მინისტრი ხარ თუ იუსტიციის. მთელს მსოფლიოს ეცოდინება, რომ საქართველოში ოლიგარქის მონების მთავრობაა. მონებო.“