გოჩა თევდორაძე: „ საგარეჯოში ადმინისტრაციული რესურსის უხეშად გამოყენების ფაქტებია!“

bnbn

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გოჩა თევდორაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს და საგარეჯოში მიმდინარე შუალედურ არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს:

„საკონტროლო ფურცლის შევსების წესი ირღვევა ათეულობით უბანში, რაც უკვე ნიშნავს, რომ არჩევნები საგარეჯოში ტარდება ძალიან ცუდად. დაწერილი გვაქვს საჩივრის ოქმი და წარდგენილი გვაქვს საუბნო-საარჩევნო კომისიებში. ამის გარდა, ათეულობით უბანზე გაცემული იყო დამატებით ბიულეტინები, რომელიც თვლაში და ბალანსში შეყვანილი არ იყო. ასეთი იყო მე-5 უბანი, სადაც ჩვენი წარმომადგენლების ძალისხმევით აღმოვაჩინეთ 50 ბიულეტენი. ამის შემდეგ რიგი კომისიების ხელმძღვანელების შეშინდნენ. იყო მე-2, მე-7, 21-ე, 37-ე უბანი, სადაც თავად გამოაჩინეს უკვე 50 ცარიელი ბიულეტენი, რომელიც იმთავითვე გამიზნული იყო არჩევნების გასაყალბებლად და საარჩევნო ყუთებში ჩასაყრელად. არის ადმინისტრაციული რესურსის უხეშად გამოყენების ფაქტები – გამგებლები, რწმუნებულები საარჩევნო უბნებთან პირდაპირ აკეთებდნენ მოწოდებას სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ. მათგან ასევე ხდება ჩვენი აქტივისტების დაშინება საარჩევნო უბნებზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, მოუწოდებენ მათ დატოვონ უბნის მიმდებარე ტერიტორია და არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. რამდენი ფაქტის დაფიქსირებაც შევძელით, დავწერეთ საჩივარი.“