რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება გადაიდო

3333

ევროსაბჭომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგიდან დროებით მოხსნა. ,,ევროსაბჭოს წევრები სიტუაციის მიხედვით იმოქმედებენ, სანქციების დაწესებაზე ფიქრი საბოლოოდ არ დასრულებულა, რადგან რეალური სურათი სახეზეა” – იუწყება სააგენტო Reuters-ი. საგანგებო სხდომაში მონაწილე 28 ქვეყნის წარმომადგენელი მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთის ფედერაციამ ბრიუსელი და უკრაინის ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც 27 ივნისს ევროპის სამიტზე იქნა ფორმულირებული, ნაწილობრივ შეასრულა. შეხვედრების დროს დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, იმ შემთხვევაში თუ რუსეთის ფედერაცია შეთანხმების რამდენიმე პუნქტს დაარღვევს, ეკონომიკური სანქციების პაკეტი, განხილვის თემას ისევ დაუბრუნდება. რაც შეეხება დასავლეთელ პოლიტიკოსებსა და საზოგადოების ნაწილს, როგორც ევროსაბჭოში აცხადებენ, მათ ყირიმის საკითხთან მიმართებაში სხვადასხვა პოზიცია აქვთ. ევროპული პოლიტიკური სპექტრი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ცეცხლის შეწყვეტისთვის სპეციალურ მექანიზმს შექმნის და მკაცრად გაუწევს მონიტორინგს აღნიშნული საკითხის დროულად შესწავლას. ევროსაბჭოს კომიტეტის მუდმივმოქმედი წარმომადგენლების შეხვედრა ბრიუსელში 7 ივლისს გაიმართება. თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეუძლიათ უახლოესი ორი დღის განმავლობაში ანალოგიური ხასიათის შეხვედრა საგანგებო რეჟიმში მოიწვიონ.