უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონისთვის სამშვიდობო დეკლარაცია დაამტკიცეს

222

ბერლინში ოთხმხრივი მოლაპარაკებების მსვლელობის დროს, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონისთვის სამშვიდობო პაკეტი დაამტკიცეს. განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა. მოლაპარაკებებში მონაწილეობას რუსეთის, საფრანგეთის, გერმანიის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ: ,,მე მივხვდი,რომ მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებმა გაითავისეს მათი პასუხისმგებლობა, თუ რა პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. მე მჯერა, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ უკანასკნელი დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენების შეჩერებას” – აცხადებს გერმანელი დიპლომატი. სერგეი ლავროვის თქმით, ,,ჩვენ შევძელით უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში სისხლისღვრის შესაჩერებლად დეკლარაცია მიგვეღო. მშვიდობის იგნორირებას რეგიონში დიდი მსხვერპლი მოჰყვა, უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან, იქნებ ცოტა გვიანია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მე იმედს გამოვთქვამ, რომ უკრაინული მხარე მახვილგონიერებას გამოიჩენს” – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.