„ბასმაჩი“ სამშობლოში დააბრუნეს!

111

ტაილანდში დაკავებული რუსული (შელკოვის) კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ალექსანდრე მატუსოვი, ზედმეტსახელად ,,ბასმაჩი” ადგილობრივმა სამართალდამცავებმა,რუსეთის ფედერაციაში ,,გამოისტუმრეს”. ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს. აეროპორტში სათანადო პროცედურების გავლის დროს დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტი, იატაკზე გაწვა და უარი განაცხადა რუსეთის ფედერაციაში გამომგზავრებაზე. სამართალდამცავებმა ის ნეიტრალურ ზონაში გადაიყვანეს და ინვალიდის ეტლზე მიბმული თვითმფრინავის ბორტზე შესვეს. „მატუსოვი თანამედროვე რუსეთის ერთ-ერთი სისხლიანი წარსულის მქონე ბოროტმოქმედი, უკვე თვითმფრინავში ზის და ,,სამშობლოში” ბრუნდება, მას მოსკოვამდე რუსეთის ფედერაციის, ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლები ჩამოაცილებენ” -განაცხადა ბანკოკში რუსეთის ფედერაციის ვიცე კონსულმა ალექსეი ფალუნინმა. „ბასმაჩს“ რუსეთში რამდენიმე გახმაურებული ათეული მკვლელობის ბრალდებას წაუყენებენ. ალექსანდრე მატუსოვი ტაილანდში 25 ივნისს დააკავეს. რუსი სამართალდამცავების განცხადებით, „შელკოვოს“ დაჯგუფების კისერზე 60-ზე მეტი გახმაურებული მკვლელობაა, 1990 წელს მატუსოვი ,,იზმაილოვოს” დაჯგუფების რიგებში ირიცხებოდა, ცოტა მოგვიანებით მან თავად შექმნა საკუთარი გავლენის ქვეშ დაქვემდებარებული კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც ცნობილი ბიზნესმენების მკვლელობით და მათი ოჯახის წევრების გატაცებით იყო დაკავებული.