ვლადიმერ პუტინი: უკრაინაში მიმდინარე პროცესები დასავლეთიდან იმართება

Capture1

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე რუსეთის ელჩებთან შეხვდერის დროს განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე მომვლენებს, პოლიტიკური კრიზისიდან დაწყებული სამოქალაქო ომამდე გადაზრდილი, დასავლეთის მიერაა ორგანიზებული და ამ ბინძურ პოცესში ევროპის რამოდენიმე ქვეყანაცაა ჩართული. ინფორმაციას «Газеты.Ru» ავრცელებს. ,,ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავითავისოთ, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები პირდაპირ კავშირში რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სიმართლის მოსმენა არავის სურს, ეს ძალიან საშიში თამაშია და ამ ბინძურ პროცესში დასავლეთი წამყან ფიგურას წარმოადგენს. ეს დაგეგმილი პროვოკაციაა, რომელიც რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან უნდა გადმოინაცვლოს. მოდუნების უფლება არ გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევისთვის. 24 საათიანი რეჟიმით ვმუშაობთ” აცხადებს პუტინი.