ვლადიმერ პუტინი: პოროშენკომ საომარი მოქმედებების განახლებით დიდი პასუხისმგებლობა იტვირთა

Capture

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა საგარეოს სამქეთა სამინისტროში, სხვადასხვა ქვეყნებში რუსეთის ელჩებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მოქმედებების განახლებით საკუთარ თავზე უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო. ,,პოროშენკოს აქამდე არ ჰქონდა პირდაპირი უფლება ომი განეახლებინა, ახლა კი მას ეს უფლება მინიჭებული აქვს და ამ ნაბიჯით ის უდიდეს პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. წინაპართა მიერ დაშვებული შეცდომები წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ეს შეცდომები არ უნდა განმეორდეს. რუსეთის მიმართ წარმოებული პროვოკაციული ქმედებები საკუთარ ხალხთან დაპირისპირების მიზეზი გახდა. სამწუხაროდ ცივი ომის წინა პერიოდი მახსენდება. ცივილიზებული სამყარო უკან არ უნდა დაბრუნდეს. რუსეთის ფედერაცია მზადაა ნებისმიერი ტიპის გამოწვევა მიიღოს” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.