როჯეპ ტაიპ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

წექწ

თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ქვეყნის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. აღნიშნული განცხადება, მმართველი პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ მეხმედ ალი შახინმა გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო Agence France-Presse ავრცელებს. თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 10 აგვისტოსაა დანიშნული. 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, ახალ პრეზიდენტს პარლამენტის ნაცვლად ხალხი აირჩევს. ქვეყნის მოქმედ პრემიერ მინისტრს, პირველ ტურში გამარჯვებისათვის ამომრჩეველთა 51%-იანი მხარდაჭერა დასჭირდება. რაც შეეხება ერდოღანის კონკურენტს, საპრეზიდენტო სავარძლის დაკავებაში მას ,,ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის” ლიდერი ექმელედი იხსანოღლი შეეცილება. აღნიშნულმა კანდიდატურამ, თურქეთის ოპოზიციური ძალების ელიტურ ნაწილში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და როგორც პოლიტიკური ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, ოპოზიციური ძალები საკუთარ კანდიდატად კონსერვატორ ალ-აზხარს წარადგენენ. რამოდენიმე დღით ადრე ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს, თურქეთის მომქედმა პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ განაცხადა, რომ ის მეორე ვადით აღარ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას და სავარაუდოდ ალბათ პრემიერ მინისტრის სავარძელში გადაჯდება.