ჯო ბაიდენი: უკრაინამ შესაძლოა ამერიკული მხარდაჭერა დაკარგოს

ვხდ

„საშიშ ზღვრამდე გაზრდის გამო, უკრაინა ამერიკულ მხარდაჭერას დაკარგავს“ როგორც აგილობრივი გამოცემა «Новое время» იუწყება,ბაიდენმა აღნიშნული გზავნილი, ქვეყნის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, პრემიერ არსენ იაცენიუკს და ალექსანდრე ტურჩინოვს გაუგზავნა. უკანასკნელი კვლევების თანახმად, უკრაინაში კორუფციის მაჩვენებელი, იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდთან შედარებით 20%-თაა გაზრდილი. ბაიდენი შიშობს, რომ უკრაინის აღმოსავლეთით თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის, არჩევნების უკანონოდ ჩატარებამ შესაძლოა მინსკის შეთანხმების რეალიზებას საფრთხე შეუქმნას და ქვეყანა ქაოტურ სიტუაციაში აღმოჩნდეს. ,,ეს დაუშვებელია, რადგან უკრაინას აქვს მინსკის შეთანხმების პირობების შესრულებაზე ვალდებულება აღებული. თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უკანონოდ ჩატარება, პირდაპირ საფრთხეს უქმნის აღნიშნული შეთანხმების შესრულებას. რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება კი, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში განვითარებულ მოვლენებზეა ავტომატურად მიბმული” – განაცხადა ბაიდენმა.