უკრაინის რადამ კვიტაშვილის თანამდებობიდან გადაყენება ვერ შეძლო

ხხ

უკრაინის რადას დეპუტატებმა, ქვეყნის ჯანმრთელობის მინისტრის, ალექსანრე კვიტაშვილის თანამდებობიდან გადაყენება ვერ შეძლეს. როგორც ტელეარხი «112 Украина» იუწყება, აღნიშნულ ინიციატივას მხოლოდ 226 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. გავრცელებული ინფორმაციით, რამოდენიმე დღის წინ ალექსანდრე კვიტაშვილმა, უკრაინის სასამრთლოს, ქვეყნის პრემიერ მინისტრისათვის, არსენ იაცენიუკისათვის, მისი საქმიანობის შეფასების აკრძალვის უფლებით მიმართა. როგორც ცნობილია კვიტაშვილს თანამდებობის დატოვება, ოდესის ამჟამინდელმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმაც ურჩია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ, საკუთარი ნებით კვიტაშვილის მინისტრის პოსტიდან გადადგომას უარყოფს.