დავით ნარმანიას ყოფილი ზონდერი იცავს

03

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატს დავით ნარმანიას სპეცოპერაციების ცენტრის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ვალერი ჭიღლაძე იცავს. ჭიღლაძე თბილისის მერობის კანდიდატთან საჯარო შეხვედრაზე ერთ-ერთმა პირმა ამოიცნო,რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

სპეცოპერაციების ცენტრი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილის შალვა ჯანაშვილის დაქვემდებარებაში შედიოდა, ცენტრის ხელმძღვანელი იყო მამუკა თოიძე, მეტსახელად „ვამპირა“..

დავით ნარმანიას დაცვის უფროსი მამუკა ჭიღლაძე, სწორედ თოიძის მოადგილე იყო, აღნიშნული დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა ყველა საპროტესტო მიტინგის დარბევას, მათ შორის, მათი უშუალო მონაწილეობით, განსაკუთრებული სისასტიკით დაარბიეს 7 ნოემბრისა და 26 მაისის მიტინგები.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ვალერი ჭიღლაძის მეუღლეც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობდა დაცვის დეპარტამენტის კადრების სამმართველოში. თბილისის მერობის კანდიდატის დაცვის უფროსის ფოტოები „ქრონიკა+“-ს კონფიდენციალურმა წყარომ გადასცა.

01

02