საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააკავეს

l.php

საფრაგნგეთში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააკავეს. როგორც სააგენტო Agence France-Presse იუწყება ყოფილი პრეზიდენტის დაკავების მიზეზი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაა. სარკოზი ჩვენებას კორუფციული საქმის გამოძიების გამო აძლევს. Reuters-ის ინფორმაციით პოლიტიკოსი ქალაქ ჰანტერის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს. 2013 წლის ოქტომბერში საფრანგეთის სასამართლომ ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დახურა, რომელიც ცნობილი პარფიუმერული ფირმის (L’Oreal) მეპატრონის ლილიან ბატანკურის მიერ, 2007 წელს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მოტივით გაურკვეველი თანხების გადარიცსვას ეხებოდა. 2014 წლის მაისში ოპოზიციური პარტიის ,,სახალხო მოძრაობის კავშირის” ერთ-ერთმა ლიდერმა აღიარა, რომ 2012 წლის წინა საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს, ნიკოლა სარკოზის საბანკო ანგარიშებზე უკანონო თანხების მობილიზებას ახდენდა.