ამერიკა რუსული წარმოების კოსმოსური რეაქტული ძრავების შესყიდვას გააორმაგებს

dr

ამერიკის შეერთებული შტატები რუსული წარმოების სარაკეტო რეაქტიულ ძრავებზე უარს არ იტყვის და შესყიდვებს გააორმაგებს. განუცხადა ჟურნალისტებს ინტერვიუს დროს ქვეყნის ვიცე პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა. მისივე განცხადებით, რუსეთი მზად იყო ეკონომიკური სანქციების საპასუხოდ შტატებისატვის РД-180 და К-33. სარაკეტო რეაქტიული ძრავების მიწოდებაზე უარი განეცხადებია. ,,ამერიკელები გონს მოეგნენ, ისინი მზად არიან ჩვენგან სარაკეტო რეაქტიული ძრავები და სხვადასხვა აღჭურვილობა ორმაგი რაოდენობით შეიძინონ. სანქციების ქარიშხალი მოგერიებულია“ ცინიკურად აცხადებს როგოზინი. აღნიშნულ საკითხზე ამერიკული მხარის კომენტარი ჯერჯერობით არ გავცელებულა. ცოტა ხნით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი აცხადებდა, რომ შტატებს რუსული წარმოების სარაკეტო რეაქტიული ძრავები არ სჭირდებოდა, ისინი მზად იყვნენ რუსეთთან აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობა გადაეხედა, მაგრამ როგორც სჩანს მათი გეგმები შეიცვალა, რაგდან ამერიკული კოსმოსური სააგენტოს სპეციელსიბეის დასკვნით, შტატებს ანალოგიური რეაქტიული ძრავების წარმოებაში ჩასაშვებად რამოდენიმე მილიარდი დოლარი და ექვსი წელი დაჭირდებათ. ინფრმაციას РИА Новости ავრცელებს.