The New York Times: ერაყის მიერ რუსული су 30-ბის შეძენა ამერიკისათვის დუმილის გაკვეთილია

Sukhoi_Su-30MKK

ერაყის მიერ რუსული წარმოების ბომბდამშენების ( Су-30) ექსტერნად შესყიდვა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის დუმილის გაკვეთილია. წერს The New York Times-ი. გავრცელებული ინფორმაციით რუსული ,,Сухой“-ის მიერ წარმოებული Су-30-ბს ერაყი ისლამისტური დაჯუფება ,,ერაყისა და ლევანტას ისლამისტური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებს. ოფიციალური ერაყი თვლის, რომ ამერიკულმა მხარემ თავი ვერ მოაბა ქვეყნისათვის ამ მეტად კრიტიკულ სიტუაციაში მათთვის კონტრაქტით გათვალისწინებული F-16-ბი და Apache კლასის ვერტმფრენები მიეწოდებინათ. ,,ამერიკული მხარე ცდილობს დროულად გაუკეთოს ორგანიზება ერაყისათვის აღნიშნული საჰაერო, სამხედრო არსენალის მიწოდებას, მაგრამ დრო არ ითმენს, ტერორისტები ბაღდადის შტურმისათვის ემზადებიან“ აცხადებენ ერაყის პოლიტიკურ წრეებში. ერაყის სამხედრო საჰაერო ძალების მეთაური გენერალი ანვარ ხამა ამინი აცხადებს, რომ რუსული წარმოების ავიაცია ერაყის შეიარაღებაში რამოდენიმე დღეში გამოჩნდება ,,მიმდინარეობს ტექნიკის შემოწმება, ამ სამუშაოების შესასრულებლად რუსეთის ფედერაციიდან სამხედრო ექსპერტები მოვიწვიეთ ისინი სამხედრო ინსტრუქტორები არ არიან, სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ რუსები სამშობლოში დაბრუნდებიან და საპილოტო კაბინას ერაყელი მფრინავები მიუსხდებიან“ ხაზგასმით აღნიშნა ერაყელმა გენერალმა.