სააქციო საზოგადოება „სავანე ღვინის ქარხანა 1“ პრეს-ცენტრის განცხადება

444

წერილი, რომელსაც „ქრონიკა+“ ახლა გთავაზობთ, ფაქტობრივად, „ანონიმკაა“. მას კონკრეტული პირი ხელს არ აწერს. მეტიც, სააქციო საზოგადოება „სავანე _ ღვინის #1 ქარხნის“ განცხადება, ჩვენი გაზეთის ნაცვლად, „კვირის ქრონიკაში“ მივიდა და სწორედ კოლეგებმა მოგვაწოდეს. ორგანიზაციამ, რომლის წარმომადგენელიც სასამართლო დავაში ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილია, ისიც არ იცის, რომ ჟურნალისტური გამოძიების მასალები არა „კვირის ქრონიკაში“, არამედ სწორედ „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნდა, ისევე როგორც არ იცის არც ერთი გაზეთის რედაქტორის სახელი და გვარი. ამის მიუხედავად, ჩვენ უცვლელად ვაქვეყნებთ აღნიშნულ მასალას და იმედს გამოვთქვამთ, რომ სხვა დროს პასუხად არა „ანონიმკას“, არამედ კონკრეტული პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს მივიღებთ. სს „სავანე _ ღვინის #1 ქარხნის“ პრესსამსახურს შევახსენებთ იმასაც, რომ „ქრონიკა+“-ში ზედიზედ რამდენიმე ნომერში გაზეთის მთავარი რედაქტორის ჟურნალისტური გამოძიების მასალები ქვეყნდება და არა დაკვეთილი, კომერციული განცხადებები!!!

რაც შეეხება ჩადენილ დანაშაულს, ამავე ნომერში გთავაზობთ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 მაისის განაჩენს, რომელიც მკაფიოდ ასახავს, ვინ და რა სახის დანაშაული ჩაიდინა.

 

(განცხადების სტილი დაცულია!)

 

სააქციო საზოგადოება „სავანე ღვინის ქარხანა 1“ პრეს-ცენტრის განცხადება

 

დიდი ინტერესით გავეცანით ვლადიმერ კვარაცხელიას და მისი მფარველების _ კრიმინალური ბანდის გაზეთ „ქრონიკაში“ გამოქვეყნებულ დაკვეთილ კომერციულ განცხადებას 10/07/15 და 27.07.2015 _ 27.112 გამოცემებში, რომელიც არის უსუსური მცდელობა ჩადენილი მძიმე დანაშაულის დაფარვის და უკანონოდ მითვისებული ქონების კანონიერ მფლობელობაში დაბრუნებისთვის და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისა.

კარგია, რომ საგაზეთო პუბლიკაციის დამკვეთები აღიარებენ და არ ხდიან სადაოს, რომ ვლადიმერ კვარაცხელია, „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელი ზაზა გრიგოლია და მიკა უგულავამ ქონება დანაშაულებრივი კორუფციული გამოძალვის გზით მიითვისეს ისე, რომ კანონიერ მფლობელებისათვის 1 თეთრიც არ გადაუხდიათ და მხოლოდ უსუსური არგუმენტებით ცდილობენ მათგან გამიჯნვას.

ვითომდა „კეთილსინდისიერი“ შემძენი შპს „ღვინის 1 ქარხნის“ დირექტორი გიორგი ხელაშვილი არის ისევ დანაშაულის ორგანიზატორის ლადო კვარაცხელიას შვილის ცოლის ძმა _ და ამ მარტივი მიზეზით უკვე ვეღარ იქნება ნაძარცვის კეთილსინდისიერი შემძენი _ დაუჯერებელია, რომ ვინმეს რეალურ შემძენს გადაეხადა ქონებაში 4 მლნ დოლარი და კიდევ 2 მლნ-ზე ინვესტირება გაეკეთებინა, ელემენტარული დიუ დილინჯესის და არსებული ინფორმაციის მოკვლევის გარეშე, სულ მცირე გოოგლე-ი ნუთუ არასოდეს გაუგიათ!!!

დიუ დილიჯენსი და გოოგლე-ი კი აჩვენებდა შემდეგ ფაქტებს:

_ 2007 წლიდან დღემდე სხვადასხვა რედაქციით სააქციო საზოგადოების ვებ გვერდზე წწწ.სავანე-წინერყ.ცომ არის ოფიციალური განცხადება ლადო კვარაცხელიას, მიკა უგულავას და „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელის მიერ ჩადენილ უმძიმეს ამორალურ დანაშაულზე და გაფრთხილება ყველა მესამე მხარისთვის თავი აარიდონ დანაშაულებრივი ბანდისთვის ქონების მითვისების, განადგურების და კანონიერ მესაკუთრისათვის დაბრუნებისათვის ხელის შეშლისაგან.

_ 2007 წლიდან საქართველოს ხოლო 2009 წლიდან უკვე სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში მიმდინარეობს სს „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ ინვესტორთა სასამართლო განხილვა უკანონოდ მითვისებული ქონების დაბრუნებაზე სადაც სხვათა შორის მოპასუხეებში არიან შპს „კატრი“ _ ვლადიმერ კვარაცხელია და სს „საქართველოს ბანკი“.

_ გარდა სასამართლო სარჩელისა, როგორც „საქართველოს ბანკს“ ისევე „თი ბი სი“ ბანკს არაერთგზის გაეგზავნათ გაფრთხილების წერილი სადაც დეტალურად აღწერილი იყო ლადო კვარაცხელიას კრიმინალური სქემის ყველა დეტალი და კატეგორიული რეკომენდაცია ბანკისადმი თავი შეეკავებინათ მისთვის ქონების მითვისების ხელშეწყობაში.

_ სააქციო საზოგადოება „სავანე ღვინის ქარხანა 1“ მიერ ქონებაზე ყადაღა განხორციელებული იყო 2006 და 2012 წლებშიც მიმდინარე დავის ფარგლებში, მაგრამ ლადო კვარაცხელია გაუგებარი სქემით ახერხებდა ყადაღა დადებული ქონების გადაფორმების და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელთან ერთად ქონების ჩაგირავებას და მათ საბანკო კრედიტებით დატვირთვას, მაგრამ ეს არც არის ალბათ გასაკვირი, ვინაიდან სააკაშვილის ხელისუფლების დროს კვარაცხელიამ მოახერხა და ღამის 12 საათზე კი ამუშავა საჯარო რეესტრი _ სწორედ შუაღამისას მითრეული იყვნენ სააქციო საზოგადოება „სავანე ღვინის ქარხანა 1“-ის და აფილირებული სტრუქტურების ხელმძღვანელები მომუშავე საჯარო რეესტრში სადაც წამების და მუქარის ქვეშ „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელის ზაზა გრიგოლიას თანდასწრებით მოხდა ქონების ყაჩაღური გზით მითვისება.

_ მითვისების დღიდან ლადო კვარაცხელია დაუსრულებელ იაფფასიან ხრიკებს მიმართავდა უკანონო მფლობელობაში არსებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით. მითვისებიდან სულ რაღაც ერთ კვირაში ის 1 დღეში კიდევ 2-ჯერ ახერხებს უკანონო მფლობელობაში მოქცეული ქონების გადაფორმებას: რეგისტრაციის განხორციელებისას საჯარო რეესტრში შპს „ტრასეკა გრუპ ჰოლდინგის“ წარმომადგენლად მითითებულია მიხეილ უგულავა, თუმცა ამონაწერები საჯარო რეესტრიდან აღებული აქვს იმავე ვლადიმერ ცომაიას (ანუ გამყიდველს), რომელიც მოქმედებდა მინდობილობის საფუძველზე (საგულისხმოა ამონაწერის აღების დრო 18:10, ეს მაშინ როცა 18:00 საათისათვის რეესტრი ასრულებს მუშაობას და ამონაწერები აღარ გაიცემა. იხურება კომპიუტერული მონაცემთა ბაზა). (ფანტასტიური ოპერაციაა: ე.ი. 6 დეკემბერს აღდგა დავით მენთეშაშვილის, მიხეილ ნიკოლაიშვილის და ნუგზარ ბერიშვილის საკუთრება, 6 დეკემბერს სამივემ მიწა გაასხვისეს ვლადიმერ ცომაიაზე, რაც 7-ში დარეგისტრირდა და 7 დეკემბერსვე ცომაია სამივე მიწას ასხვისებს „ტრასეკაზე“, ამასთან ცომაია გამყიდველიც არის და მყიდველის მინდობილი პირიც). ცხადია ყველაფერი ეს გაკეთდა ვითომდა კეთილსინდისიერი მყიდველის და ბანკიდან უკანონოდ მოპოვებული კრედიტის _ ფულადი თანხების გათეთრების მიზნით.

_ აღსანიშნავია, რომ სააქციო საზოგადოების ქონების მითვისება ეს არ იყო სააკაშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი მორიგი კრიმინალური აქტი _ ქონება სახელმწიფოს არ გადაცემია, ამ შემთხვევაში დამკვეთი და ორგანიზატორი ვლადიმერ კვარაცხელიაა, რაც მან 2003-2005 წლებში ვერ მოახერხა კრიმინალური ბანდით ზეწოლის მეშვეობით _ მოახერხა 2006 წელს „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელ _ დირექტორთან ზაზა გრიგოლიასთან დანაშაულებრივი კავშირით. ზაზა გრიგოლია თვითონ მუშაობდა ადრე პროკურატურაში, იყო იმჟამინდელი საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელის გ. ლაცაბიძის ნდობით აღჭურვილი პირი კორუფციულ გარიგებებში, მისი ბავშვის ნათლია.

_ პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა და ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელიც სამართლიანობის და შელახული პატივის აღდგენას, ხოლო უკანონოდ წართმეული ქონებების დაბრუნებას გვპირდება. სწორედ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ როცა ლადო კვარაცხელიას მფარველები და თანამზრახველთა ნაწილი ან ციხეში აღმოჩნდა ან ინტერპოლის ძებნილთა სიაში დაიწყო მანიპულაცია მორიგი სერია მითვისებული ქონების დამატებითი ვალდებულებებით დატვირთვის და თავისი თავის შენიღბვის მიზნით. რის საპასუხოდაც 2012 წლის 14 ნოემბერს გაზეთ „რეზონანსის“, კომპანიის ვებგვერდის და სხვა ბეჭდური მედიის საშუალებით ჩვენ გავათავსეთ საგანგებო განცხადება სადაც მკაფიოდ იყო გაფრთხილება: „ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ სავარაუდო დანაშაულებრივი ჯგუფი, ცრუ კერძო მეწარმეების საფარქვეშ აპირებს ფაქტიურად გადააფორმოს ქარხანა მათთან დაახლოებულ პირებზე, რათა მოახდინოს ქონების წართმევის ლეგალიზაცია ან ჩატოვონ ის ბანკში. ეს ინფორმაცია გაეგზავნა საქართველოში აკრედიტებულ ყველა დიპლომატიურ უწყებას და სანოტარო ბიუროებს. ჩვენ ვაფრთხილებთ ყველას უნებლიედ არ შეუწყონ ხელი ამ თაღლითების დაჯგუფებას და არ ჩაიდინოთ ისეთი ქმედება რაც შემდგომში, როგორც დანაშაულში თანამონაწილეების, თქვენი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს“.

იმავე 2012 წელს განმეორებით იყო შეტანილი განცხადებები პროკურატურაში და სასამართლოში. 2013 წლიდან კი დაიწყო ხოლო ეხლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა სისხლის სამართლის გამოძიების და სამოქალაქო სარჩელის საქმე. ხელახლა დაკითხული იყო საქმეში მონაწილე ყველა მოწმე _ მათ შორის ლადო კვარაცხელიას თანმზრახველი ცომაია, რომელმაც პირველივე დაკითხვაზე სრულად ამხილა კვარაცხელია და პრაქტიკულად მისცა საქმეზე აღიარებითი ჩვენება.

2012-2014 წლებში პრესაში დეტალურად იყო გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, მაგალითად 2014 წლის 3 ნოემბრის „ახალი თაობა“ „წაღებული ქონება და ერთი კრიმინალური ბანდა“, 2014 წლის 14 ნოემბერი „ვერსია“ „ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად „სავანე“ გამომძალველთა სავანედ რჩება“, 2013 წლის 5 თებერვლის „საჯარო მიმართვა საქართველოს მთავარ პროკურორს“ და ასე შემდეგ.

ასევე სიცრუეა, ვითომდა განხორციელებულია ლადო კვრაცხელიას ან მასთან აფილირებული სტრუქტურის მიერ ინვესტიცია _ არათუ არაფერი გაკეთებულა არამედ რაც იყო ისიც გაქურდული და გაძარცვულია, მარტო რაიონულ მილიციაში და პროკურატურაში მიმდინარეობს მოკვლევა ორ _ 40 ცალი ალუმინის ცისტერნის ჯართში ჩაბარების და 35 ტონიანი იახტის ქურდობის ფაქტზე. უნებლიედ გვახსენდება ფილმი ბარბაროსების მიერ რომის დარბევისა და გადაწვის შესახებ. მსგავსი რამ იყო ღვინის ქარხანაშიც ლადო კვარაცხელიას და მისი ბანდის მიერ მასზე ძალადობრივი გზით კონტროლის მოპოვების შემდეგ: ქარხნის საცავებში არსებული ტექნოლოგიური ციკლისთვის 40-ზე მეტი სპეც შენადნობისგან დამზადებული 20 ტონიანი მათ შორის ალუმინის და ემალირებული ცისტერნები _ ბუტები იყო დაჭრილი და ჩაბარებული ჯართში, უკვალოდ დაიკარგა ქარხნის დიდ სადეგუსტაციო დარბაზში არსებული ახლად ჩამოტანილი ტექნიკა, მოპარული იყო ალკოჰოლის დამამზადებელი ხაზი, თუ რაიმე იყო ქარხანაში ტექნოლოგიური რისი ჩაბარებაც ჯართში შეიძლებოდა იქნა დაჭრილი და გატანილი, ქარხნის მიერ მიღებული ასობით დიპლომი თუ ოქროს და ვერცხლის მედალი გაქრა, მზა პროდუქციის საწყობში არსებული დაახლოებით 200 000 აშშ დოლარის ალკოჰოლის და ღვინის პროდუქცია ადგილზე იყო დალეული ან წაღებული კვარაცხელიას და მისი თანამზრახველების სახლებში, ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ ცოცხალ კუთხეში ბინადარი, ხოხბები, ფარშევანგები და გედები იყვნენ შეჭმულნი ან შიმშილით დახოცილი, სრულიად დარბეული და გაპარტახებული იყო უცხოელ სპეციალისტთა საცხოვრებელი ბლოკი და ოფისი. გატანილი იყო იქ არსებული მთელი ინვენტარი, მოპარული უცხოელ სპეციალისტთა ყველა პირადი ნივთი, კორპორატიული საბუთი, კომპიუტერები სპეციალური მოდელირების საძიებო პროგრამებით, რომლებიც ათობით ათასი დოლარი ღირს, უნიკალური ა 0 ფორმატის პლოტერები, მცირე სადეგუსტაციო დარბაზის დეკორაცია, ბაღში არსებული ბრონზის  სკულპტურები, მოკლედ ყველაფერი რაც ოდნავ მაინც ღირებული იყო. ეს აშკარად ადასტურებდა დაკვეთილ საგაზეთო სტატიაში განთავსებულ ფოტოგრაფიებში _ ეს არის ლადო კვარაცხელიას ბანდის მიერ ჩადენილი დანაშაულის კიდევ ერთი ფოტომტკიცებულება, დარბევის და ძარცვის შედეგი.

წარმოდგენილი მასალები ისევე როგორც საქმეზე არსებული დანარჩენი ჩვენებები და დოკუმენტალური მტკიცებულებების ერთობლიობა ცალსახად და უტყუარად ამტკიცებენ, რომ მოპასუხე შპს „ღვინის 1 ქარხანა“ სახელის შეცვლამდე წოდებული შპს „კატრი კაპიტალად“ _ ფაქტიური ხელმძღვანელი ვლადიმერ (ლადო) კვარაცხელია _ თავიდანვე _ განზრახული და დაგეგმილი ჰქონდა ამორალური გარიგების გზით სს „სავანე ღვინის ქარხანა 1“-ის ქონების ხელში ჩაგდება _ კომპანია „კატრზე“ გაფორმება.

იცოდა რომ ამორალურ გარიგებით იძენდა უფლებებს რაც ნებისმიერ დროს შეიძლება გაუქმების საფუძველი გამხდარიყო მან ვითომდა კეთილსინდისიერი მყიდველის ნიღაბის მოპოვების მიზნით ფაქტიურად ქონება ჯერ თავისივე პარტნიორზე მიკა უგულავაზე შპს „ტრასეკას გრუპ ჰოლდინგის“ დირექტორი და მის დეიდაშვილზე ვლადიმერ ცომაიაზე გააფორმა, ხოლო შემდგომ გადააფორმა მის კუთვნილ შპს „კატრზე“ რომელმაც დააფუძნა და გადასცა ეს ქონება თავისივე შვილობილ ორგანიზაცია შპს „კატრი კაპიტალს“ რომელმაც კვალის დაფარვის მიზნით მხოლოდ სახელი შეიცვალა და ეწოდა შპს „ღვინის 1 ქარხანა“.

ის ფაქტი რომ ვლადიმერ ცომაია და შპს „ტრასეკა გრუპ ჰოლდინგი“ ფიქტიური მფლობელები იყო და რეალურად ისინი მოქმედებდნენ როგორც შპს „კატრისთვის“ აშკარაა თუნდაც იქიდან რომ ვლადიმერ ცომაია ქონების მფლობელი მხოლოდ 1 კალენდარული დღე იყო და ყველა გარიგება შპს „ტრასეკა გრუპ ჰოლდინგ“-ის სახელით ასევე ვლადიმერ ცომაიას აქვს დადებული _ მოქმედებდა გენერალური რწმუნების საფუძველზე.

ის ფაქტი რომ ყველა ეს გარიგება ფიქტიური და თვალთმაქცური იყო ასევე დასტურდება იმ ფაქტით რომ არც ვლადიმერ ცომაიას არავისთვის ფული არ გადაუხდია როცა ქონება ვითომდა იყიდა და არც მისთვის არავის არაფერი გადაუხდია, როცა ეს ქონება ვითომდა გაყიდა.

ასევე აშკარად დაუჯერებელია რომ ვლადიმერ კვარაცხელიას ჯერ 2007 წელში 19 მილიონად ეყიდა უძრავი ქონება _ (მას უბრალოდ არ შეიძლება ამხელა თანხა ჰქონოდა ერთადერთი ლეგალური ნაყინის ბიზნესიდან) და შემდეგ 2013 წელში 4 მილიონად გაეყიდა მრავალმილიონიანი ზიანით. აშკარაა რომ ეს მხოლოდ ქონების ვალდებულებებით და მითვისებულის კანონიერ მფლობელებისთვის ხელშეშლას ემსახურებოდა.

2010 და 2013 წლებში გამართულ სააქციო საზოგადოება „სავანე ღვინის ქარხანა 1“-ის სხდომაზე აქციონერებმა ერთხმად თავი ცნეს დაზარალებულად ვლადიმერ კვარაცხელიას, მიკა უგულავას და „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელი დირექტორის ზაზა გრიგოლიას ქმედებათა შედეგად. რაც ასევე პრესით იყო გამოქვეყნებული.

სავარაუდოდ, ფასიან საგაზეთო პუბლიკაციაში ყველაფერი ტყუილია მათ შორის ის თითქოსდა სააქციო საზოგადოების „სავანე ღვინის ქარხნა 1“ ერთ-ერთია 107 აქციონერთა შორის მაგრამ საამაყო აქციონერი გიორგი მგალობლიშვილი ძებნაშია. შინაგან საქმეთა სამინისტროდან წარმოდგენილი 06.11.2014 ცნობა ნომერ 49141-00875122 თანახმად მასზე არანაირი ძებნა არ არის და არც პასუხისგებაშია მიცემული. უფრო მეტიც ლადო კვარაცხელიას მფარველების მიხეილ სააკაშვილის ინტერპოლში ძებნილთა სიაში გადაცემასთან და გიგი უგულავას საპატიმროში შესახლების პარალელურად საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეწყვიტა მგალობლიშვილის მიმართ ლადო კვარაცხელიას დაკვეთით წარმოებული აბსურდული დევნა, ხოლო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გიორგი მგალობლიშვილს მიანიჭა პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის სტატუსი და ამჟამად იგი არის ერთ-ერთი მთავარი მოწმე როგორც ლადო კვარაცხელიას ბანდის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე ქონების დაბრუნების სამოქალაქო საქმეზე.

მარტოოდენ შპს „კატრი“-ისთვის სახელის შეცვლა და მისთვის ეხლა შპს „ღვინის 1 ქარხნის“ დარქმევა კეთილსინდისიერი მყიდველის იმიტაციის მიზნით სტრაუსის მიერ თავის ქვიშაში დამალვას, ხოლო საჯდომის გარშემო მყოფთა მიმართ მიმზერვას გვაგონებს და მეტყველებს ბანდის ორგანიზატორთა პრიმიტივიზმზე. შენიღბვაც ისეთივე პრიმიტიული აქვთ, როგორც დაყაჩაღების მეთოდი.

ამასთან მოპასუხე და ქონების დაბრუნება უნდა განახორციელოს შპს „ღვინის 1 ქარხანამ“ (სახელშეცვლილმა შპს „კატრი კაპიტლმა“). გაუგებარია საერთოდ რა კავშირი ან რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს შპს „არტ ჯგუფს“ _ მათ კანონიერ თუ უკანონო მფლობელობაში არსებულ აქციათა პაკეტთან ამ ეტაპზე არც არის დავის საგანი.

ერთი წუთითაც რომ დავუშვათ რომ ვითომდა ახალი მყიდველები მთვარეზე ცხოვრობდნენ მთელი ეს პერიოდი და მხოლოდ გადაფორმების დღეს ჩამოვიდნენ თბილისში მათივე აღიარებით მათ ადგილზე დახვდნენ ლადო კვარაცხელია, „თი ბი სი“ და „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელები, რომლებიც ეხმარებოდნენ მითვისებული ქონების გადაფორმებაში და ისინი ვალდებულები იყვნენ ეცნობებინათ, რომ ქონება ძალადობრივი გზით იყო მოპოვებული და აეხსნათ ყველა დაკავშირებული რისკები. ქართველი იურისტების განმარტებითაც, ამჟამინდელი რეგისტრირებული პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ დააბრუნოს ქონება სააქციო საზოგადოება „ღვინის ქარხანა 1“ და თუ ვინმეს რაიმე მატერიალური პრეტენზია აქვს უნდა მიმართოს „თი ბი სი“ ბანკს კომპენსაციისათვის თუ ამ ბანკმა ურჩია და შემდეგ ეხმარებოდა მათ ნაძარცვი ქონების ყიდვაში.

სააქციო საზოგადოება „ღვინის ქარხანა 1“ მოუწოდებს ლადო კვარაცხელიას და მისი ბანდის წევრებს მათ შორის შპს „ღვინის 1 ქარხნის“ ფიქტიურ დირექციას დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ გენერალურ პროკურატურაში და გულახდილი აღიარებითი ჩვენებით და ნაძარცვი ქონების კანონიერ მფლობელზე დაუყოვნებლივ დაბრუნებით შესაძლოა შეიმსუბუქონ გარდაუვალი სასამართლო განაჩენი.

 

სს „სავანე ღვინის ქარხანა #1“

თბილისი.

41

42

43