ტერორისტებმა ჰომოსექსუალების მასობრივი განადგურება დაიწყეს

34

ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა, ქალაქ მოსულეში, ჰომოსექსუალიზმში მხილებული მამაკაცი, ოთხსართულიანი შენობის სახურავიდან გადმოაგდეს. სასჯელის აღსრულებას ასამდე შეიარაღებული ადამიანი და ტერორისტების ფორმაში გადაცმული ბავშვები ესწრებოდნენ. განაჩენი ერთ-ერთმა ტერორისტმა მიკროფონის გამოყენებით გამოაცხადა. The Daily Express-ის ინფორმაციით, ეს ტერორისტების მიერ, ჰომოსექსუალიზმში მხილებული მამაკაცის სიკვდილით დასჯის პირველი შეთხვევა არაა. ანალოგიური მეთოდით, რამოდენიმე დღის წინ, რადიკალებმა ოთხი პირი დასაჯეს. შარიათის კანონების მიხედვით, ბოევიკები, რომლებიც მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოდომიტური ცხოვრების წესით მცხოვრებ პირებს ამხელენ და არ დასჯიან, თავად ექვემდებარებიან სიკვდილით დასჯას. ,,ისლამისტურმა სახელმწიფომ“ 2014 წლის ზაფხულზე, ხელთ იგდო სირია ერაყის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი და ორგანიზაციის ლიდერებმა, ახალი ხალიფატის დაარსების შესახებ, მალევე ამცნეს მსოფლიო თანამეგობრობას.