ექვს თვიანი კომის შემდეგ უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი გარდაიცვალა

წწ

ბობი ბრაუნისა და უიტნი ჰიუსტონის ერთადერთი ქალიშვილი, ბობი კრისტინ ბრაუნი, მას შემდეგ რაც ის, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სააბაზანოში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და ექვსი თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა, 26 ივლისს მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაციას NBC News ავრცელებს. ,,გოგონამ როგორც იქნა სულიერი სიმშვიდე მოიპოვა, უფალმა მიიბარა მისი ტანჯული სული. ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც კრისტინას უთანაგრძნობდა და მისი სულის გადასარჩენად ლოცულობდა“ – ნათვამია ნათესავების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 22 წლის კრისტინ ბრაუნი, მეუღლემ ნიკ გორდონმა მიმდინარე წლის 31 იანვარს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სააბაზანოში, უგონო მდგომარეობაში იპოვა. ექიმებმა გოგონას, მძიმე ფორმით ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. კრისტინა ბრაუნი კომურ მდგომარეობაში ექვსი თვის მანძილზე იმყოფებოდა.