სააკაშვილი ,,Тимати“-ს უკრაინაში არ შეშვებით ემუქრება

ტიმ

ოდესის რეგიონის გუბერნატორი მიხეილს სააკაშვილი, რუსული ესტრადის ვარსკვლავს, რეპერ ,,Тимати“-ს უკრაინაში არშეშვებით ემუქრება. აღნიშნული განცხადება, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა. ,,ის ვინც უკრაინის სწრაფვას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ ნარკომანიასთან აიგივებს, უკრაინის სცენებზე მისი ადგილი არაა. მე გაოგნებული ვარ, ევროპაში ერთ-ერთმა საუკეთესო ოდესის კლუბმა Ibiza-მ, როგორ გაბედა ,, Тимати“-ს მოწვევა, ის ხომ დონბასში რუსულ აგრესიას ხმამაღლა ამართლებს და უკრაინას იმ უმცროს ,,ძმასთან“ აიგივებს, რომელმაც თურმე დალევა და ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო. იმაზე საუბარი აღარ მსურს, რომ მისი მეგობარი, ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში სისხლისღვრასთან პირდაპირ კავშირშია. მე ვიქნებოდი ბედნიერი, თუ ოდესის სცენაზე ვიხილავდი მაკარევიჩს და ზემფირას, რომლებმაც უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს. დიდი სიამოვნებით წავიდოდი ბორის გრებენშიკოვის კონცერტზე. აი ასეთი რუსი ტურისტები ჭირდება ოდესას. სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებს მინდა ვურჩიო, რომ პუტინის პირადი რეპერი ქვეყანაში არ შემოუშვან. ის ვინც უკრაინის დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვას ვერ ეგუება, ამ ქვეყანაში არაფაერი ესაქმება“ – აცხადებს სააკაშვილი. ინფორმაციას LENTA.RU ავრცელებს.