კიევი „მემარჯვენე სექტორის“ უტილიზაციისთვის ემზადება

sss

ქალაქ სლავიანსკის ეგრეთწოდებული სახალხო თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეგორ სტრელკოვის განცხადებით, კიევის ხელისუფლება ,,მემარჯვენე სექტორის” უტილიზაციისათვის ემზადება. ,,როგორც კი განახლდება სალვიანსკთან ახლოს საბრძოლო მოქმედებები, კიევის ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო შენაერთები ,,მემარჯვენე სექტორის” მებრძოლების განადგურებას დაიწყებს, ჩვენს მიერ კონტროლირებად პერიმეტრთან ახლოს ,,ნაც გვარდიის” მებრძოლების გადაადგილება ხდება. ჩვენი დაზვერვის მიერ მოპოვებული მონაცემებით ირკვევა, რომ კიევის ხელისუფლება ეგრეთწოდებულ მეიდანელებს შეუტევს, ეს სწორად გათვლილი პროვოკაციაა, რომელმაც საბოლოოდ ჩვენს წინააღმდეგ უნდა იმუშაოს და საბრძოლო მოქმედებები ახალ ფაზაში გადავიდეს. ომის გაგრძელების ერთ ერთი მთავარი მოტივი ,,მემეარჯვენე სექტორის” უკონტროლო ბანდ ფორმირებების განადგურება და მეიდანელებისაგან ნაც გვარდიის რიგების გაწმენდა იქნება. აღნიუშნული ხროვა ყველას კისერში ამოუვიდა. მომხდარს უბრალოდ ლამაზად შეფუთავენ და საბოლოოდ მშვიდობიან მოსახლეობას შეუტევენ” – აცხადებს სტრელკოვი. ინფორმაციასРИА «Новости» ავრცელებს.