კიევში მარლთმადიდებელ მღვდელს თავში ორი ტყვია ესროლეს

ეს

კიევში, წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ტატიანას სახელობის ეკლესიის დამაარსებელი, მღვდელი რომან ნიკოლაევი, საკუთარ სახლთან, თავის არეში მძიმედ დაჭრილი იპოვეს. ინფორმაცია უკრაინის მარლთმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ საიტზე, 26 ივლისს გავრცელდა. ,,ღვთის მსახურს თავის არეში ორი ტყვია ესროლეს, ის ცოცხალი გადარჩა თუმცა ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია“ – ნათქვამია განცხადებაში. წინასწარი მონაცემებით, რომან ნიკოლაევს თავს ორი შეიარაღებული პირი დაესხა, რომლებიც თავდასხმის შემდეგ, გაურკვეველი მიმართულებით მიიმალნენ. მძიმედ დაჭრილი მღვდელი მეზობელმა ქალბატონმა იპოვა და მომხდარის შესახემ მილიციას შეატყობინა. სამართალდამცავების ვერსიით, მღვდელი ბინის ქურდების მსხვეპლი გახდა.