ტუნისში ტერორისტებს სიკვდილით დასჯიან

l.phpწ

ტუნისის პარლამენტმა ერთხმად მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებულ პირებს სიკვდილით დასჯიან. ახალ კანონპროექტს კენჭი, ქვეყნის პარლამენტმა, სამდღიანი დებატების შემდეგ უყარა. საერთო ჯამში, სიკვდილით დასჯის კანონს მხარი 174-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 10-მა კანონმდებელმა კი თავი შეიკავა. ტუნისის პარლამენტის სპიკერის მოჰამედ ნასერის განცხადებით ,,მიღებულ კანონს შესაძლოა ვუწოდოთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გადაგდმული ისტორიული ნაბიჯი. ტერორიზმი საერთაშორისო სენია და მსოფლიო თანამეგობრობას საფრთხეს უქმნის.“ რამოდენიმე დღის წინ, ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ ტუნისსა და სირიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა. ინფორმაციას Haaretz-ი ავრცელებს.