ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში საშუალო სიშორის რაკეტები გაუშვა

რა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში საშუალო სიშორის ორი რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით სააგენტო Agence France-Presse-ი ავრცელებს. ,,რაკეტების გაშვება ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე მოხდა” – აცხადებენ თავდაცვის უწყების პრესსამსახურში. ცოტა ხნით ადრე 26 ივნისს კორეის საჰაერო ძალებმა, სამი ანალოგიური ტიპის რაკეტა გამოსცადა, თითქმის იგივე მიმართულებით. ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ ინის განცხადებით, ის კმაყოფილებას ვერ მალავს რაკეტების წარმატებული გამოცდის გამო და აღნიშნა , რომ ანალოგიური საცდელი გაშვებები ინტენსიურ ხასიათს მიიღებს და ეს ნაბიჯი აუცილებელია კორეის საჰაერო სივრცის თავდაცვის უნარიანობის გასაძლიერებლად და ქვეყნის უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად.