მთავარი მსოფლიო ოდესელი ოლიგარქი: „სააკაშვილს კერძო საკუთრების ხელყოფის ბრლადებით გავასამართლებთ“

ოდესელი ოლიგარქი: „სააკაშვილს კერძო საკუთრების ხელყოფის ბრლადებით გავასამართლებთ“

589
0
გაზიარება

23

ოდესის პლაჟის გარკვეულ ნაწილზე, შემოვლებული ღობის დანგრევის გამო, მილიარდერმა ვასილი ხმელნიცკიმ, ოდესის რეგიონის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, კერძო ტეროტორიაზე უკანონოდ შეჭრაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგოც ხმელნიცკი აცხადებს: ,,პლაჟი კერძო საკუთრებაა და ის იჯარით, კანონის სრული დაცვით გვაქვს აღებული. სააკაშვილმა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა, თუმცა ჩვენს რეაქციას არ დაელოდა და მისი ინიციატივით საამშენებლო ტექნიკის გამოყენებით, სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა კედლის დანგრევა დაიწყეს. ეს სააკაშვილის მხრიდან იყო კანონის დარღვევა, რადგან აღნიშნული ქმედება, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ითვლება კანონიერად. მიშას ტელეშოუ ჭირდებოდა და მან ეს შოუ დადგა. აუცილებლად მივმართავ რეგიონის პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყონ მომხდარ ვანდალურ ფაქტზე გამოძიება. პირობას ვდებ, საკაშვილს კერძო საკუთრების ხელყოფის ბრალდებით გავასამართლებ“ – აცხადებს უკრაინელი ოლიგარქი. მიხეილ სააკაშვილის გასამართლების პირობა, რამოდენიმე დღის წინ დნეპროპეტროვსკის ყოფილმა გუბერნატორმა, ასევე ოლიგარქმა იგორ კოლომოისკიმაც დადო.

დატოვეთ კომენტარი