ერაყმა რუსული су-30-ის პირველი პარტია მიიღო

cy

შაბათს 28 ივნისს ერაყის დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტში, რუსული კომპანია ,,Сухой”-ის მიერ წარმოებული ათი ერთეული სწრაფმფრენი ბომბდამშენი თვითმფრინავი Су-30К დაეშვა, რომელიც ერაყის მთავრობამ რუსეთის ფედერაციისაგან, ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიძინა. განცხადებას ერაყის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი აბას ალ-ბაიატი ავრცელებს, რომლის სიტყვების ციტირებას სააგენტო РИА Новости აკეთებს. მისივე თქმით რუსეთიოს ფედერაციისაგან შეძენილი ბომბდამშენები ქვეყნის შეიარაღებაში რამოდენიმე დღეში გამოჩნდება. რაც შეეხება მათ მართვას საპილოტო კაბინას ერაყის არმიის ყოფილი მფრინავები ჩაიბარებენ, რომლებიც სპეციალური კურსების გავლის შემდეგ სათანადოდ არიან გადამზადებულნი. ,,ავიაცია ერაყის არმიას სასწრაფოდ სჭირდებოდა, რადიკალური ტერორისტული ორგანიზაცია ,,ერაყისა და ლევანტას ისლამისტური სახელმწიფო” ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიაზე მოსახლეობის გენოციდითაა დაკავებული, ერაყის ჩრდილო დასავლეთ ნაწილი მათ კონტროლ ქვეშაა და სიტუაცია ნელნელა საომარ მდგომარეობაზე გადადის. ტერორისტები ბაღდადის შტურმისთვის ემზადებიან, ჩვენ ქვეყანა უნდა დავიცვათ” – აცხადებს ერაყელი პოლიტიკოსი. ერაყის ხელისუფლებამ სამხედრო დახმარებისათვის სხვადასხვა ქვეყნებს მიმართა მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, რომელმაც თავის მხრივ ქვეყანაში სამხედრო ინსტრუქტორები და უპილოტო საფრენი აპარატები გააგზავნა.