როგორ შეიძინა ღვინის ქარხანა ვლადიმერ კვარაცხელიამ?!

ssseee

პეტრიაშვილის პირველში მდებარე ღვინის ქარხნის ტერიტორიის ირგვლივ აჟიოტაჟი არ ცხრება. მიუხედავად იმისა, რომ რედაქციაში ს/ს „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ პრესსამსახურის წერილი მივიღეთ, ჯერჯერობით, გამომგზავნი განმარტების გამოქვეყნებას არ ჩქარობს.

„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, საკითხის გარკვევაში ოფიციალურ სტრუქტურებთან ერთად ბიზნეს-ომბუდსმენიც ჩართულია. ჩვენი მხრივ, იმედს ვიტოვებთ, რომ ბატონი გიორგი გახარია გულისყურით მოეკიდება აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის საკითხს.

„ქრონიკა+“ ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ღვინის ქარხანასთან დაკავშირებით გამოაქვეყნოს ნებისმიერი მხარის პოზიცია, არგუმენტი და შესაბამისი დოკუმენტი. ამჯერად, იმ დოკუმენტების ნაწილს ვასაჯაროებთ, რომელიც ამ დღეებში თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შევიდა.

 

პირველი დოკუმენტი ხელშეკრულებაა, რომელიც 2007 წლის 20 ივლისს გაფორმდა, ანუ რამდენიმე თვის შემდეგ, რაც შპს „ტრასეკა გრუპ ჰოლდინგი“ პეტრიაშვილის #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ტერიტორიის მესაკუთრე გახდა.

ხელშეკრულებას, ერთი მხრივ, ხელს აწერს შპს „ტრასეკა გრუპ ჰოლდინგის“ (რეგისტრირებულია თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 13.04.2006 წელს, რეგისტრაციის #4570005, იურიდიული მისამართი, თბილისი, პეტრიაშვილის ქუჩა #1-ლი, შემდგომში „ტრასეკა“) წარმომადგენელი _ დირექტორი მიხეილ უგულავა და, მეორე მხრივ, შპს „კატრის“ (რეგისტრირებული თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 30.05.2007 წელს, რეგისტრაციის #204530668, იურდიული მისამართი თბილისი, ათონელის ქ.#23 (შემდგომში „კატრი“) წარმომადგენელი _ დირექტორი დევი სტურუა.

ხელშეკრულების თანახმად:

„ტრასეკამ“ „კატრის“  მიაწოდა მის საკუთრებაში არსებული ყველა აქტივი, ანუ შემდეგი უძრავი და მოძრავი ქონება და მათთან დაკავშირებული უფლებები:

1. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა #1, ხოლო ნაგებობა #2 უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე, მდებარე თბილისში, პეტრიაშვილის #1-ში, ყოფილი ღვინის ქარხანა; უძრავი ქონების დეტალური დახასითება მოცემულია საჯარო რეესტრის ამონაწერში (გაც. 19.07.2007 წელს, განაცხადის რეგისტრაციის #012007101236-18.07.2007, საკადასტრო კოდი #01.12.02.02.015, რომლის ასლიც თან ერთვის ხელშეკრულებას განუყოფელი ნაწილის სახით. აღნიშნული უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით ს/ს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ;

2. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა #1 მდებარე თბილისში, პეტრიაშვილის #1-ლში (ნაკვეთის 02/018), ყოფილი #1-ლი ღვინის ქარხანა. უძრავი ქონების დეტალური დახასიათება მოცემულია საჯარო რეესტრის ამონაწერში, გაც. 19.07.2007 წელს, განაცხადის რეგისტრაციის #612007101270-18.07.2007, საკადასტრო კოდი #01/15/02/02/018, რომლის ასლიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას განუყოფელი ნაწილის სახით. აღნიშნული უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით _ პირველად ს/ს `ალიანს ბანკის~ სასარგებლოდ, მეორედ _ ს/ს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ;

3. მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. თბილისი, პეტრიაშვილის #1-ლში (ნაკვეთის 02/017) ყოფილი #1 ღვინის ქარხანა, უძრავი ქონების დეტალური დახასიათება მოცემულია საჯარო რეესტრის ამონაწერში (გაც. 19.07.2007 წელს, განაცხადის რეგისტრაციის #012007101263-18.07.2007, საკადასტრო კოდი #01/15/02/02/017, რომლის ასლიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას განუყოფელი ნაწილის სახით. აღნიშნული უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით _ პირველად ს/ს „ალიანს ბანკის“ სასარგებლოდ და მეორედ ს/ს „საქართველოს ბანკის„ სასარგებლოდ;

4. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა #1, მდებარე ქ. თბილისი პეტრიაშვილის #1-ლში (ნაკვეთი 02/016) ყოფილი #1-ლი ღვინის ქარხანა, უძრავი ქონების დეტალური დახასიათება მოცემულია საჯარო რეესტრის ამონაწერში (გაც. 19.07.2007 წელს, განაცხადის რეგისტრაციის #01200710125-18.07.2007), საკადასტრო კოდი #01/15/02/02/016, რომლის ასლიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას განუყოფელი ნაწილის სახით. აღნიშნული უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით პირველად ს/ს „ალიანს ბანკის“ სასარგებლოდ და მეორედ _ ს/ს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ;

5. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, საერთო სასარგებლო ფართით 200 კვ.მ. მდებარე ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირი #285 („თეთრი გედი“); უძრავი ქონების დეტალური დახასიათება მოცემულია საჯარო რეესტრის ამონაწერში (გაც. 18.07.2007 წელს, განაცხადის რეგისტრაციის #2131/07, თარიღი 1707.2007 წ., საკადასტრო #20/12/02/365), რომლის ასლიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას განუყოფელი ნაწილის სახით. აღნიშნული უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით _ პირველად ს/ს „ალიანს ბანკის“ სასარგებლოდ და მეორედ ს/ს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ. თანახმად იპოთეკის ხელშეკრულებისა, დამოწმებული ნოტარიუს პ. შენგელაიას მიერ 19.07.2007 წელს, რეესტრი #1-3295, რომელიც ექვემდებარება რეგისტრაციას საჯარო რეესტრში;

6. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა მდებარე ქობულეთში, აღმაშენებლის ქ. #383 (უძრავი ქონების დეტალური დახასიათება მოცემულია საჯარო რეესტრის ამონაწერში, გაც. 18.07.2007 წელს, სარეგისტრაციო #20/12/01118), რომლის ასლიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას განუყოფელი ნაწილის სახით. აღნიშნული უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით ს/ს „ალიანს ბანკის“ სასარგებლოდ. ასევე ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებულია შემდეგი მოძრავი ქონება და უფლებები:

7. აუდიტორული ფირმა „ბეიკერ პილის“ მიერ ქ. თბილისში, პეტრიაშვილის #1-ში მდებარე მიწის ნკვეთის შეფასება;

8. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 07 მაისის ქალაქმშენებლობითი პირობები და თანდართული პროექტი;

9. მცირეფასიანი ინვენტარი;

10. იჯარის ხელშეკრულებები:

•             ს/ს „თიბისი ბანკთან“ (01.02.2007წ.);

•             შპს „მაგთიკომთან“    (01.02.2007წ.);

•             შპს „ჯეოსელთან“ (01.02.2007წ.);

•             შპს „ჯტს“-თან (01.02.2007წ.);

•             შპს „მობიტელთან“ (01.04.2007წ.);

•             შპს „ჩინურ სახლთან“ (25.05.2007წ).

ამავე ხელშეკრულების მიხედვით, მიწოდების საგნის ღირებულება შეადგენს 19 986 000 (ცხრამეტი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაექვსი ათასი) ლარს. მიწოდების ფასი მოიცავს მიწოდების საგანთან დაკავშირებულ ყველა გადასახადს და მოსაკრებელს.

მიწოდების ფასის გადახდისა და უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან „ტრასეკა“ კარგავს, ხოლო „კატრი“ იძენს საკუთრების უფლებას მეორე თავში ჩამოთვლილ ქონებებსა და უფლებებზე. „ტრასეკა“ ვალდებულია, შეცვალოს თავისი იურიდიული მისამართი.

ამავე ხელშეკრულების თანახმად „ტრასეკა“ ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ წარმოადგენს მიწოდების საგნის ერთადერთ მესაკუთრეს, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით და არც ერთ მესამე პირს არ აქვს რამე უფლება მიწოდების საგანთან დაკავშირებით. მიწოდების საგანი არ წარმოადგენს რამე სახის ადმინისტრაციული გადაცდომის სასამართლო ან საარბიტრაჟო სასამართლოს განხილვის, ან სხვა ნებისმიერი მესამე პირის პრეტენზიის ობიექტს, რომელსაც შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე.

ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებულია სანოტარო აქტით (რეესტრში რეგისტრაციის #1-3311) ნოტარიუს პაპუნა შენგელაიას მიერ.

„ქრონიკა+“-ს ასევე ხელთ აქვს ს.ს „საქართველოს ბანკის“ ამონაწერი. ანგარიშის მფლობელია შპს „კატრი“, რაც ადასტურებს მის მიერ „ტრასეკასთვის“ 19 მილიონი ლარის გადახდის ფაქტს.

აღნიშნული დოკუმენტებიდან გამომდინარე, ცხადად ჩანს, რომ შპს „კატრიმ“, ანუ ვლადიმერ კვარაცხელიამ, პეტრიაშვილის #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ტერიტორია (მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები) 19 მილიონ ლარად შეიძინა, რაც 2007 წლის მდგომარეობით, დაახლოებით, 12 მილიონი დოლარი იყო.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორი და 2007 წელს, ჯერ კიდევ, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი რამდენჯერმე ესტუმრა შპს „კატრის“ დირექტორს და მას შეძენილი ქონების უცხოელი ინვესტორებისთვის მიყიდვა შესთავაზა. ამ დროს ბატონ კბილაშვილს არც სამართლიანობის აღდგენა აწუხებდა და არც ყადაღის მოთხოვნით სარჩელის შეტანა გახსენებია.

 

გაგრძელება იქნება

ელისო კილაძე

kv1

kv2