მიხეილ სააკაშვილი: „კოლომოისკი უკრაინაში N-1 კონტრაბანდისტია“

mikheil-saakashvili_797554c

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად დონეცკის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას ხელთ აქვს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, უკრაინელი ბიზნესმენის იგორ კოლომოისკის მიერ, ოდესის პორტის მეშვეობით კონტრაბანდული ტვირთების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანა დასტურდება. აღნიშნული განცხადება სააკაშვილმა, უკრაინული ტელეარხის «1+1»-ს პირდაპირ ეთერში გააკეთა. ,,ჩვენ სამართალდამცავების ერთგული ნაწილი, ფლობს დოკუნეტურ მტკიცებულებებს თუ,  როგორ ხდება ოდესის პორტის მეშვეობით, ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრაბანდული ტვირთების შემოტანა და შემდგომ ფულის უკანონო გადინება. ვიცით, როგორ იხდებოდა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, საგადასახადო საშემოსავლო მოსაკრებელი და თანხის რა ნაწილი მიდიოდა კერძო პირების ჯიბეებში.ამ ყველაფრის უკან დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი იგორ კოლომოისკი დგას, რომელსაც მე კარგად ვიცნობ და რომელიც საქართველოში ჩემი პრეზიდენტობის დროს, ჩემი გუნდის წევრებს ქრთამის სახით, სოლიდურ თანხებს,  ხშირად სთავაზობდა“ განაცხადა სააკაშვილმა. რამოდენიმე დღის წინ, სამხედრო ბატალიონის  «Азов»-ის მეთაურმა, დეპუტატმა ანდრეი ბილიცკიმ, ოლიგარქი კოლომოისკი არალეგალური გზით თანხების მიტაცებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას სააგენტო «Интерфакс»-ს ავრცელებს.