პეტრო პოროშენკო: „ჩვენ ვერასდროს დავამარცხებთ დონბასში ამბოხებულ მოსახლეობას“

121

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აღიარებს, რომ უკრაინის სამხედრო უწყება ვერასოდეს ვერ შეძლებს ამბოხებული რეგიონების შეიარაღებული ძალების დამარცხებას. მისი თქმით ,, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონში სიტუაციის დასამშვიდებლად ხალხის გულის მოგებაა საჭირო. ამ ნდობის აღდგენას მხოლოდ ხელისუფლების დეცენტრალიზაციით, იმფრასტრუქტურის აღდგენით, საერთო სახალხო ამინისტიით და საკუთარ ხალხთან მისასვლელი გზის აღდგენით შევძლებთ. ჩემი აზრით კიევის ახალმა ხელისუფლებამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როდესაც უკრაინის რამოდენიმე რეგიონში რუსული ენას სტატუსი გააუქმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დონბასის რეგიონს ომის გზით ვერასოდეს დავიბრუნებთ. აქ მთავარ ფაქტორს ხალხი წარმოადგენს და აუცილებელია მათთან მისასვლელი გზა ვეძებოთ. არანაირი უფლება არ გვაქს რეგიონებში მცხოვრებ რუსულ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე საუბარი ავუკრძალოთ. სახელმწიფო ფონდებიდან სოლიდური თანხების მობილიზებას ვგეგმავთ, რადგან დანგრეული და დამწვარი შენობები აღვადგინოთ და მოსახლეობას მშვიდ გარემოში ცხოვრება დავუბრუნოთ“ – განუცხადა ფრანგულ გაზეთ Figaro_ს ინტერვიუს დროს უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა.