Charlie Hebdo მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებაზე უარს აცხადებს

ცჰ

ფრანგული სატირისტული,  ყოველკვირეული ჟურნალის Charlie Hebdo-ს რედაქტორის ლორან სურისოს ( (Laurent Sourisseau) განცხადებით, გამოცემა მუჰამედის კარიკატურებს აღარ გამოაქვეყნებს. იუწყება The Washington Post-ი . ,,ჩვენ, წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებით ვცდილობდით სიტყვის თქმის თავისუფლების პრინციპების დაცვას და ეს სულაც არ იყო მიმართული ისლამის დასაცინად“ – აღნიშნა სურისომ. რამოდენიმე ხნის წინ, ჟურნალის მთავარმა კარიკატურისტმა პანელ ლიუზემ, რომელმაც მიმდინარე წლის მაისის თვეში ჟურნალი დატოვა, განაცხადა  რომ, მან საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა და მუჰამედის კარიკატურების ხატვა უბრალოდ აღარ აინტერესებდა. ,,მე ეს ყველაფერი ყელში ამომივიდა, დავიღალე! როგორც მუჰამედის, ასევე ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის კარიკატურების ხატვამ ორგანულად დამღალა. მე აღარ ვაპირებ მთელი ცხოვრება მათი კარიკატურების ხატვას შევალიო. ბუნებაში უფრო მეტი საინტერესო და მშვენიერი ამბები ხდება“ – ხაზგასმით აღნიშნა ლიუზემ. მხატვარი ლორან სურისო, ჟურნალის რედაქტორი, ტერორისტების მიერ გამომცემლობაზე თავდასხმის შემდეგ გახდა, რომელის დროსაც სტეფან შარბონე (ყოფილი რედაქტორი) მოკლეს.