რუსული „Ангара“ კოსმოსში ისევ ვერ გაფრინდა

22

როგორც რუსული სააგენტო РИА Новости იუწყება, რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული პირველი რაკეტის ორბიტაზე გამყვანი აპარატის ,,Ангара“-ს საცდელი გაშვება, რომელიც ხრუნიჩევის სახელობის პლესეცკის კოსმოსური საგდურიდან უნდა განხორციელებულიყო არც დღეს შედგება და ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო. ,,რაკეტის ორბიტაზე გამყვანი სიტემა სრულად მოიხსნა კოსმოსური სადგურის გამშვები ხაზიდან და ტექნიკური დათვალიერების მიზნით სპეციალურ ლაბორატორიაში გადავიტანთ, სადაც სისტემის სრული შესწავლა და სრული საბოლოო ანალიზის დადება მოხდება. საბოლოო შეფასების შემდეგ გახდება ცნობილი თუ როდის მოხდება საცდელი გაშვება“ – აცხადებენ რუსეთის ფედერაციის კოსმოსურ ცენტრში.