იულია ტიმოშენკო: „ევროპასთან ხელშეკრულების გაფორმება სულაც არ ნიშნავს პრობლემების მოგვარებას“

1

პარტია ,,ბატკოვშინას” ლიდერი იულია ტიმოშენკო მიიჩნევს, რომ უკრაინის მიერ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ყველა პრობლემის საბოლოო მოგვარებას არ ნიშნავს. აღნიშნულ განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. ,,ხელშეკრულების გაფორმება სულაც არ ნიშნავს ყველა პრობლემის საბოლოოდ მოგვარებას, პირიქით, ეს პრობლემების მთაა, რომელიც ჩვენ უნდა გადავჭრათ. ქვეყანაში ომია და ჯერ ომი უნდა დავასრულოთ, შემდეგ კი ფეხზე დადგომა უნდა დავიწყოთ და თავდაუზოგავი შრომის შემდეგ შეიძლება შედეგსაც მივაღწიოთ. ევროპასთან გაფორმებული ხელშეკრულება ქვეყნის მოდერნიზებაში დაგვეხმარება, წინ დიდი გამოწვევები და პროექტებია, რომელთა რეალიზება მხოლოდ ომის დასრულების შედეგ იქნება შესაძლებელი, მაგრამ ჯერ ხომ ომი უნდა შევაჩეროთ” – აცხადებს იულია ტიმოშენკო.